ანხელ დი მარიას ენის ჭარტალისთვის დასჯიან

AutoSharing Option
"რეალის" არგენტინელ ნახევარმცველ ანხელ დი მარიას ბოლო დროს პრობლემები მოეძალა:

ჯერ იყო მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან დაპირისპირება, რის გამოც მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ახლა კი თავს იმაზე მეტის თქმის უფლება მისცა, ვიდრე შეიძლება.

არგენტინელმა განაცხადა, რომ ბოლო დროს "რეალის" წინააღმდეგ მსაჯები კი არ ცდებიან, განზრახ ერჩიან გუნდს.

ესპანეთის არბიტრთა ორგანიზაციამ შესაბამის ორგანოში უჩივლა დი მარიას და საქმეც აღიძრა.

სავარაუდოდ, დი მარიას 1,5 ათასი ევროთი დააჯარიმებენ, ისევე, როგორც ეს ხუანლუს, დიოპის და ვაკასოს შემთხვევებში მოხდა, მაგრამ შეიძლება მას, ამ სამეულისგან განსხვავებით,
დისკვალიფიკაციაც მისცენ.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო ანხელ დი მარიას: რაც ახალი კონტრაქტი დაიბევე, განძრევა გეზარება
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი იქნება ტუ სტატიის ავტორს დასჯიან ენის ცჰარტალისტვის
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული