იტურბე ბოლოს "სერო პორტენოში" თამაშობდა, თუმცა მან გადაწყვიტა არგენტინულ "კილმესში" წასვლა, რისთვისაც ყოფილმა კლუბმა იჩივლა. დღეისათვის ფიფამ იტურბეს არგენტინულ კლუბში თამაში აუკრძალა და ის მხოლოდ ვარჯიშობს.
მალიორკამ გარსიაც დაიბევა
ემილიო ნსუეს შემდეგ "მალიორკასთან" ახალი ხელშეკრულება 21 წლის მცველმა კევინ გარსიამაც გააგრძელა. კევინ გარსია 2014 წლის ზაფხულამდე ბარეალური გუნდის საკუთრებაა. კევინ გარსია გუნდის ძირითად შემადგენლობაში წლევანდელ სეზონში მოხვდა. მან ძალიან დამაჯერებლად ითამაშა "კამპ ნოუზე" ბარსელონას წინააღმდეგ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში. "ძალიან გახარებული ვარ და ახლა მთელი გულით და სულით ვითამაშებ "მალიორკასთვის". ჩემთვის მთავარი ითამაშია. სიმართლე ითქვას, აქამდე იმიტომ ვთამაშობდი, რომ ჩემი თანაგუნდელები ტრავმირებულნი იყვნენ. ეს არ მომწონს, მინდა ძირითადში ადგილი დავიმსახურო", - განაცხადა კევინ გარსია.
მილიტო ორი კვირით
"ბარსელონას" არგენტინელმა მცველმა გაბრიელ მილიტომ ვარჯიშზე კუნთი დაიჭიმა და ახლა ორ კვირას იუქმებს. კლუბის ექიმებმა გვარდიოლას ურჩიეს ფეხბურთელი სწორედ ამდენი ხნით დაასვენოს. ასე რომ, მილიტო ჩემპიონატის ორ მატჩს ("სარაგოსასთან" და "სევილიასთან") და ერთ სათასო შეხვედრას ("სეუტასთან") გამოტოვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"