"ბარსელონას" 12-მატჩიანი მოგებათა სერია ჩემპიონატში, მე-13-ე შეხვედრაში შეწყდა.
"ჩური ურდინმა" შეძლო ის, რაც ამ სეზონში მხოლოდ გლაზგოს "სელტიკმა" მოახერხა - დაამარცხა "ბარსელონა". თანაც "რეალ სოსიედადი" 0:2-ს აგებდა ლეო მესის და პედრო როდრიგესის გოლებით. მაგრამ პირველ ტაიმშივე გონსალო "ჩორი" კასტრომ ერთი გაქვითა.
Video
სოსიედადი - ბარსელონა 3:2
სოსიედადი - ბარსელონა 3:2
მეორის დასაწყისში კი "ბარსა" ჟერარდ პიკემ დააღალატა. 10 კაცით დარჩენილმა ლიდერმა ჯერ იმავე კასტროსგან (ბურთი მასკერანოს მოხვდა) გაუშვა, თამაშის
"ანოეტაზე" ბოლო 3 მატჩში "ბარსამ" 2 წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.
ტიტო ვილანოვა (ბარსელონა): "ვულოცავ "რეალს" ამ წარმატებას. არასოდეს მიფიქრია, რომ ეს მატჩი იოლი იქნებოდა, 2:1-ზე პიკე რომ გაგვიძევეს, კიდევ უფრო გაჭირდა. პიკეს ჯარიმა იყო ძალიან ჩვეულებრივი, ასეთი 200-ია თითო მატჩში, ხშირად ყურადღებასაც არ აქცევენ ხოლმე. თავიდან შანსები გამოვიყენეთ, მაგრამ "რეალმა" ყურები არ ჩამოყარა. ყველა თამაშს ვერ მოიგებ, ეს ჯერ არავის გაუკეთებია. ერთ დღესაც ჩვენც უნდა წაგვეგო".
ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა: ახლა გვექნება დრო, რომ ვიქტორ ვალდესის შემცვლელი ვიპოვოთ