შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვალდესმა კლუბს ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი უთხრა, მისი კონტრაქტი კი 2014 წლის ზაფხულში იწურება. "ბარსა" თადარიგს აქედანვე დაიჭერს და პირველი კანდიდატი პეპე რეინაა.
30 წლის რეინა "ბარსელონას" აღზრდილია, თუმცა კი მადრიდელია. 2002 წელს ის "ვილიარეალში" გადავიდა, 2005-ში კი "ლივერპულში", სადაც 300-მდე მატჩი ჩაატარა. მამამისი, მიგელ რეინაც "ბარსელონას" მეკარე იყო.
"მარკას" ცნობით, კი კიდევ ერთი მეკარის კანდიდატურა განიხილება ვალდესის შემცვლელად - მანუელ ნოიერის.
ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა: ახლა გვექნება