თანაც, ხუთივე გოლი ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა პირველ ტაიმში გაიტანეს და მეორეში აშკარად დაინდეს მეტოქე.
დუბლები შეასრულეს ანხელ დი მარიამ და კრიშტიანო რონალდომ, ერთი გოლი კი გონსალო იგუაინმა გაიტანა.
თამაშის შემდეგ მედიას "ვალენსიას" თავკაცი ერნესტო ვალვერდე და "რეალის" მწვრთნელის ასისტენტი აიტორ კარანკა წარუდგნენ.
ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "მეტოქემ ძალიან მაღალი ტემპი შემოგვთავაზა. ჩვენ კი, მგონი, ტაქტიკური შეცდომები დავუშვით. 0:5 საშინელი შედეგია, მაგრამ ჩვენ წაგებაზეც უნდა ვისწავლოთ. იმედი მაქვს, სათასო
"რეალი" ესპანეთის ჩემპიონია. გუნდი ფანტასტიკურად თამაშობს კონტრშეტევებზე. პირველი გოლის შემდეგ მეტოქის ყოველი კონტრშეტევა საგოლე საფრთხის შემცველი იყო. რაც შეეხება მსაჯობას, მე ამ საკითხს არ განვიხილავ".
აიტორ კარანკა (რეალი): "ასეთი წაგების შემდეგ "ვალენსია" უფრო საშიშია. ის შეეცდება თავისი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციას სათასო მატჩში.
ვფიქრობ, "რეალმა" ის ელემენტები შემოგვთავაზა, რაც გუნდს შარშანდელ სეზონში ახასიათებდა, როცა ესპანეთის ჩემპიონები გავხდით. ჩვენ ზუსტად ეს უნდა შევინარჩუნოთ და რა თქმა უნდა, საკუთარი ძალების რწმენა არ დავკარგოთ".
Video
ვალენსია - რეალი 0:5
ვალენსია - რეალი 0:5
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XX ტური: "ბარსას" დამარცხების ბასკური ფორმულა: ჩორი, ჩორი, აგირეჩე [VIDEO]