კარლეს პუიოლმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
22 იანვარს "ბარსელონას" 34 წლის კაპიტანმა კარლეს პუიოლმა კლუბთან ხელშეკრულება 2016 წლამდე განაახლა.

კონტრაქტზე ხელის მოწერის ცერემონიალი კლუბის ოფისში გაიმართა. პუიოლი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდებოდა, მაგრამ ვეტერანი ჯერ კიდევ დეკემბერში დათანხმდა ხელშეკრულების გაგრძელებას.

შეგახსენებთ, რომ ახლახან კლუბთან კონტრაქტი გააგრძელეს ჩავიმ (2016) და ლეო მესიმ (2018), ხოლო ვიქტორ ვალდესმა ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა.


ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" ჩავისთან, პუიოლსა და მესისთან შეთანხმებას მიაღწია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული