"სამეფო კლუბის" შემოსავალი 2011/12 წლების სეზონში 512.6 მილიონი ევროა.
"რეალი" პირველი კლუბი გახდა სპორტის ყველა სახეობაში, რომელმაც 500-მილიონიან ზღვარს გადააბიჯა.
აღსანიშნავია, რომ "რეალამდე" ამ ტიტულს 8 წელი "მანჩესტერ იუნაიტედი" ფლობდა.
ყველაზე მომგებიანი კლუბების ათეული 2011/12 წლების სეზონის მიხედვით კი ასე გამოიყურება:
1. რეალი - 512.6 მილიონი ევრო
2. ბარსელონა - 483
3.მანჩესტერ იუნაიტედი - 395.9
4. ბაიერნი - 368.4
5. ჩელსი - 322.6
7. მანჩესტერ სიტი - 285.6
8. მილანი - 256.9
9. ლივერპული - 233.2
10. იუვენტუსი - 195.4
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე მეტი მოგების მომტანი კლუბების ოცეულის წარმომადგენლების შემოსავალი ამ წელს 10 პროცენტით გაიზარდა (4.8 მილიარდით). პირველი ექვსეულის ადგილები ხუთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა.