შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" გოლკიპერმა ვიქტორ ვალდესმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ მოინდომა. ესპანელი ფეხბურთელის ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
ამიტომ "ბარსელონამ" უკვე დაიწყო ახალი მეკარის ძიება. მთავარ პრეტენდენტად კი პატრისიო ითვლება.
კატალონიური კლუბი "სპორტინგის" კარის დარაჯთან მოლაპარაკებას სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაიწყებს.