მარსელო ბიელსა: ფერნანდო ლორენტეს წასვლა "ატლეტიკისთვის" დიდი დანაკარგია

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ დანანებით ისაუბრა მისი გუნდის თავდამსხმელის ფერნანდო ლორენტეს ტურინის "იუვენტუსთან" შეთანხმების თაობაზე.

"მიუხედავად იმ გუნდის სოლიდურობისა, რომელშიც ლორენტე გადავიდა, მისი წასვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია.

რა თქმა უნდა, გვახარებს მისი კარიერული წინსვლა, თუმცა ამავდროულად დაღონებული ვართ, რადგან ის ჩვენს კლუბში თამაშს აღარ გააგრძელებს.

კაცმა რომ თქვას, ამ ტრანსფერის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოში ვიცოდი.

დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის დარჩენილ დროში ლორენტე ყველაფერს გაიღებს "ატლეტიკისთვის",
- თქვა ბიელსამ.

შეგახენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" ღირსებას მიმდინარე სეზონის
დასრულებისა და ბასკურ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დაიცავს.

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ლორენტემ ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი გააფორმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული