ლა ლიგა. XXI ტური: რონი - ჰეთ თრიკი, მესი - პოკერი [VIDEO]

AutoSharing Option
10 გოლი და ერთი თამაში მარაგში იანვარში (31-ში თასზე "ბარსელონასთან") - ასეთია კრიშტიანო რონალდოს გოლთა დინამიკა 2013 წელს.

"ხეტაფეს" კარში ჰეთ თრიკს სულ 10 წუთი ეყო. სამი გოლი ერთ მატჩში პორტუგალიელმა, აგერ, უკვე მეოცედ გაიტანა კარიერაში; სულ კი საკლუბო ასპარეზზე 302 გოლი დაუგროვდა. შეგახსენებთ, რომ რონი ჯერ მხოლოდ 27 წლისაა.

თხა თხაზე ნაკლების პრინციპით, ლიონელ მესიმ ზედიზედ მე-11 ტურში გაიტანა გოლ(ებ)ი და ესპანურ ფეხბურთს მორიგი რეკორდი აჩუქა. ლეომ პორტუგალიელს ამ ტურში აჯობა - "ოსასუნას" კარში პოკერი მიითვალა, 2013 წელს კი
მის ანგარიშზე 9 გოლია.

ლეოს ლა ლიგაში 200-ზე მეტი გოლი დაუგროვდა. ასეთი შედეგი კი სულ 7 გოლეადორს აქვს, მაგრამ არც ერთს არ მიუღწევია 200-გოლიანი ზღვრისთვის 25 წლის ასაკში.

ვფიქრობთ, თუ ასე გაგრძელდა, 2012 წლის მიღწევას (მესი - 91 გოლი) ორივე ფეხბურთელი გააუმჯობესებს.

VideoSportall.Ge
ბარსელონა - ოსასუნა 5:1

ასპასის ზურგი - სელტას აქილევსის ქუსლი
წინა ტურის გმირმა, "რეალ სოსიედადმა" ("ბარსელონას" დამმარცხებელმა) არც ამჯერად გააწბილა გულშემატკივარი. ბოლო 11 ტურში ბასკებს მხოლოდ ერთი წაგება აქვთ, თუმცა ვიგოდან მათ სამი ქულის წაღებაც შეეძლოთ, რადგან ნახევარი მატჩი რიცხობრივ უპირატესობაში ითამაშეს და სჯობდნენ კიდევაც მასპინძლებს.

ანგარიში "სელტას" დანიელმა ლეგიონერმა მიკაელ კრონ-დელიმ ლამაზი კომბინაციის შემდეგ გახსნა, მაგრამ გალისიელთათვის ყველაზე ცუდი 35-ე წუთზე მოხდა, როცა ზურგი დაიშავა მათმა საუკეთესო ფეხბურთელმა იაგო ასპასმა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო (ასპასი მხოლოდ შესვენებაზე შეცვალეს, მანამდე კი "სელტა" 10 კაცით თამაშობდა).

მეორე ტაიმიც ცუდად დაიწყო "სელტასთვის" - ხელით ითამაშა აუგუსტო ფერნანდესმა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ბასკებმა მალე ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით - გონსალო კასტროს კუთხური გორკა ელუსტონდომ თავურით საპასუხო გოლად აქცია, მაგრამ მეტს ვეღარ შეწვდნენ - 1:1.

პაკო ერერა (სელტა): "ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევხვდით, თუმცა კარგად ვერ ვითამაშეთ. იაგო თავიდანვე არ იყო კარგად, მაგრამ ვათამაშე, რადგან მისი კლასის ფეხბურთელი ძალიან მჭირდებოდა, პირველ გოლშიც დიდი წვლილი მიუძღვის".

ფილიპ მონტანიე (რეალ სოსიედადი): "ფრე კარგ შედეგად მოჩანდა თამაშამდე, მაგრამ ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო. ასე რომ, ორი ქულა დავკარგეთ".

ბებერი ხარის საჯარიმო
"ლევანტემ" უსიამოვნო სერია ავტოგოლის წყალობით შეწყვიტა. არადა, თავიდან "ვალიადოლიდი" დაწინაურდა - ხავიერ ბარახამ უფროსი ძმის სტილში (ხავიერი ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, რუბენ ბარახას ძმაა) შორეული დარტყმით დააწინაურა სტუმრები.

ვალენსიელთა პასუხი იყო გოლი-შედევრი ხოსე ბარკეროს შესრულებით - ვეტერანმა საჯარიმო ისე დაარტყა, ცოცხალ კედელს შემოატარა და მეკარის მარცხენა კუთხის "ცხრიანში" ჩაახვია. "ლევანტე" სჯობდა მეტოქეს მერეც, თუმცა რომ არა რუკავინას შეცდომა, რომელმაც ბურთი მარტინსს "მოპარა", მაგრამ ვეღარ შეიმაგრა, მიზანს ვერ მიაღწევდა.

ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე): "გოლის დროს ბედმა გაგვიღიმა, თუმცა მთავარი ახლა ისაა, რომ ჩვენ უკვე 33 ქულა გვაქვს".

მიროსლავ ჯუკიჩი (ვალიადოლიდი): "იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო, თუმცა ცუდად არ გვითამაშია".

არც კარგი და არც ცუდი
ხავიერ აგირეს ხელში "ესპანიოლი" მოყოჩაღდა, ბარსელონურმა კლუბმა არაგონის დედაქალაქიდან ქულა წაიღო შინ. თამაშში ყველაზე მეტად ნიღბიანი კრისტიან სტუანის თავური დაგვამახსოვრდა, რომელიც რობერტო გაგომ სასწაულებრივ აიღო.

მე-2 ტაიმში ორჯერ უკიდურესად იუხეშეს ფეხბურთელებმა - მსაჯმა ჯერ სტუმარი ხავი ლოპესი, შემდეგ მასპინძელი კრისტიან სეპუნარუ გააძევა.

მანოლო ხიმენესი (სარაგოსა): "ქულა კარგი არაა, მაგრამ არც ცუდია".

ხავიერ აგირე (ესპანიოლი): "არც ერთ გუნდს არ უნდოდ
ა შეცდომების დაშვება, რომელთაც მათ კარში გოლი მოჰყვებოდა, აქედან სიფრთხილეც".

რიასორი არ მოგვაწყენს
"რიასორზე", ტრადიციულად, ბრწყინვალე მატჩი გაიმართა, რომლის კვანძიც მე-2 დამატებული წუთის მიწურულს გაიხსნა: მექსიკელი ანდრეს გუარდადოს ჩაწოდებულს უმეთვალყურეოდ დატოვებული პორტუგალიელი მცველი რიკარდო კოშტა გამოეხმაურა და "ვალენსიამაც" 3:2 იმარჯვა. ამ ეპიზოდს პაულო ასუნსაოს გაძევება მოჰყვა, რაც მეორე იყო "დეპორტივოსთვის" (მანამდე სილვიო გააძევეს).

მატჩის ჩარხი ორჯერ შეტრიალდა - ჯერ "ვალენსია" იგებდა, ჟონასმა თავით მატჩის 31-ე(!) წამზე გაიტანა, შემდეგ კი მასპინძელთა ფორვარდმა რიკიმ დუბლი (განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მეორე გოლი) შეასრულა. მე-2 ტაიმში, სილვიოს გაძევების შემდეგ, ნელსონ ვალდესმა გაათანაბრა.

დომინგუშ პასიენსია (დეპორტივო): "ძნელია, ეს წაგება ახსნა. პირველივე წუთიდან მდევრის როლში ვიყავით, თუმცა შევძელით წინ გასვლა, მაგრამ დაცვაში ინდივიდუალურმა შეცდომებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. ფეხბურთელებს არ ვუკარგავ მონდომებას, მაგრამ თუ სულ ასე შეცდებიან, უკეთეს შედეგს ვერ მიიღებენ".

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "დეპორტივომ" მეორე გოლი კონტრშეტევაზე გაიტანა. ამით ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. ძალიან გაგვიჭირდა მოგება. მეტოქე ტურნირის ფსკერზეა და მთელი ძალებით იბრძვის".


ჰეთ თრიკი ათ წუთში
"რეალმა" მცირე მადრიდულ დერბიში 4:0 გაანადგურა "ხეტაფე", თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ 0:0 იყო. კრიშტიანო რონალდომ ჰეთ თრიკი შეასრულა, პირველი გოლი კი სერხიო რამოსის ანგარიშზეა.

რონალდომ საკლუბო მატჩებში 300-გოლიან ზღვარს გადააბიჯა. ახლა მის ანგარიშზე 302 გოლია. აქედან 179 გოლი რონალდომ "რეალის" მაისურით გაიტანა, 118-ჯერ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გამოირჩა, 5-ჯერ "სპორტინგის".

აიტორ კარანკა (რეალი): "რეალის" პროგრესი აშკარაა. პირველ ტაიმში მომენტებს ვერ ვიყენებდით, მეორეში ყველაფერი გამოსწორდა. კრიშტიანო რონალდომ მცირე ტრავმა მიიღო და ყოველი შემთხვევისთვის, გამოვცვალეთ".

ლუის გარსია (ხეტაფე): "კრიშტიანო შთამბეჭდავი ფეხბურთელია, ხოლო ფიზიკური კონდიციებით ის ყველას სჯობს".


VideoSportall.Ge
რეალი - ხეტაფე 4:0

გოლთაცვენა კამპ ნოუზე
"ბარსელონამ" 5:1 გაანადგურა "ოსასუნა", რომელმაც ტაიმნახევარი 10 კაცით ითამაშა (არიბასი გააძევეს) და აგრძელებს ერთპიროვნულ ლიდერობას ესპანეთის ჩემპიონატში; ხუთიდან 4 გოლი კი ლეო მესის ანგარიშზეა.

სხვა თამაშებიდან გამოვყოფთ "რაიო ვალეკანოს" მოულოდნელ გამარჯვებას "ბეტისზე" - 3:0.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტური
სელტა-სოსიედადი 1:1
გოლები: 1:0 კრონ-დელი (32), 1:1 ელუსტონდო (59)
სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი, კაბრალი, დემიდოვი, ლაგო - ოუბინია, ბერმეხო (55. პრანიჩი) - ა. ფერნანდესი, პარკი (61. ინსა), კრონ-დელი - ასპასი (46. ა. ლოპესი).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ელუსტონდო, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ილარამენდი (76. პარდო), ბერგარა - ველა, ჩაბი პრიეტო, გ. კასტრო (69. გრიზმანი) - იფრანი (60. აგირეჩე).
გაფრთხილება: კრონ-დელი, კაბრალი, ფერნანდესი, ლაგო,პარკი - ელუსტონდო, დე ლა ბელა, ბერგარა
გაძევება: ფერნანდესი (50), პაკო ერერა (მწვრთნელი)
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-17 (4-4); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 17 000

ლევანტე-ვალიადოლიდი 2:1
გოლები: 0:1 ბარახა (8), 1:1 ბარკერო (44), 2:1 რუკავინა (90 ს.კ.)
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი (31. როდასი), დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა, დიოპი - ელ-ჟარი, ბარკერო (77. ხუანლუ), რუბენ გარსია (68. ვალდო) - მარტინსი.
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, ვალიენტე, პენია - რუბიო, ბარახა (76. სასტრე) - ლარსონი, ოსკარი (88. ნეირა), ომარი (63. ბუენო) - გერა.
გაფრთხილება: მარტინსი, ხუანფრანი, იბორა - ვალიენტე
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-11 (7-5); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 19 000

სარაგოსა-ესპანიოლი 0:0
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ალვარო, პარედესი, აბრაამი - პინტერი (72. ე. ორიოლი), მოვილია - სუკულინი (90. ხოსე მარი), ვ. როდრიგესი (83. ხ. ფერნანდესი), მონტანიესი - პოშტიგა.
ესპანიოლი (4-3-3): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ვ. სანჩესი (50. კ. გომესი), ფორლინი, ბაენა - სტუანი (79. რ. როდრიგესი), ს. გარსია, სიმაო.
გაფრთხილება: აბრაამი, სეპუნარუ - ლოპესი, სანჩესი, სტუანი, გომესი
გაძევება: ლოპესი (79), სეპუნარუ (82)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14-5 (4-2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 27 000

დეპორტივო-ვალენსია 2:3
გოლები: 0:1 ჟონასი (1), 1:1 რიკი (32), 2:1 რიკი (45), 2:2 ვალდესი (62), 2:3 რ. კოშტა (92)
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი, ზე კაშტრო, სილვიო - ბერგანტინიოსი, პ. ასუნსაო - გამა (76. კამუნიასი), ანდრე სანტოსი (53. ხ. ვასკესი), პიცი - რიკი (69. ოლივეირა).
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, რ. კოშტა, გუარდადო - ტინო კოსტა, რუისი (54. ბერნატი) - პიატი, ბანეგა (84. კანალესი), ჟონასი (46. ვიერა) - ვალდესი.
გაფრთხილება: გამა, პაბლო, სილვიო - პიატი, კოსტა
გაძევება: სილვიო (52), ასუნსაო (93)
კუთხური: 8-12; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 11-22 (7-12); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 25 000

რეალი-ხეტაფე 4:0
გოლები: 1:0 ს. რამოსი (52), 2:0 რონალდო (62), 3:0 რონალდო (65), 4:0 რონალდო (72-პენ)
რეალი (4-2-3-1): ადანი - ს. რამოსი, ალბიოლი (46. ხედირა), რ. კარვალიო, ფ. კოენტრაო - ესიენი, მოდრიჩი - დი მარია, იოზილი (68. კალეხონი), რონალდო (77. ბენზემა) - იგუაინი.
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ლოპო, ალექსისი, მ. ტორესი - ხ. ტორესი (69. მიჩელი), ბორხა - სარაბია (67. ფრაილე), დ. კასტრო, გავილანი - კოლუნგა (76. ა. ვასკესი).
გაფრთხილება: ალბიოლი, იოზილი - მ. ტორესი, გავილანი, მოია, ლოპო, ალექსისი, სარაბია
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 22-6 (13-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 72 000

ვალეკანო-ბეტისი 3:0
გოლები: 1:0 პიტი (4-პენ), 2:0 დელიბაშიჩი (65), 3:0 ხოსე კარლოსი (82)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ამატი, კასადო - ფუეგო, ტრაშორასი - პიტი (85. ადრიანი), ა. დომინგესი, ლ. ბანგურა (58. ხოსე კარლოსი) - დელიბაშიჩი (77. ფ. ვასკესი).
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ჩიკა, პერკისი, ამაია, ნაჩო - კანიასი, ბენიატი (57. ნონო) - კემპბელი (67. მოლინსი), რ. კასტრო, სევილია (77. ვადილიო) - მოლინა.
გაფრთხილება: ბანგურა, ამატი, კასადო, დელიბაშიჩი, ტიტო, პიტი - ადრიანი, ბენიატი, კემპბელი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 10-13 (6-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 11 000

ბარსელონა-ოსასუნა 5:1
გოლები: 1:0 მესი (11), 1:1 ლო (24), 2:1 მესი (28-პენ), 3:1 პედრო (41), 4:1 მესი (56), 5:1 მესი (58)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, მასკერანო, ადრიანო - ჩავი (66. ფაბრეგასი), ბუსკეტსი (73. სონგი), ტ. ალკანტარა - პედრო (60. სანჩესი), მესი, ვილია.
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, არიბასი, ფლანიო (68. რუბენი), ნანო - ლოლო, ლო - სეხუდო (46. პუნიალი), ოიერი, დე ლას კუევასი (46. მასუდი) - ხ. ლორენტე.
გაფრთხილება: ადრიანო - არიბასი, ოიერი
გაძევება: არიბასი (26)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 10-2; კარში დარტყმა: 19-3 (9-1); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 85 000

ბილბაო-ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 სან ხოსე (50), 2:0 სუსაეტა (77), 3:0 დე მარკოსი (84)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა (61. გურპეგი), ლაპორტე, აურტენეჩე - სან ხოსე, ანდერი (81. იტურასპე) - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი (86. ი. გომესი) - ადურისი.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, კატა დიასი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ემრე (63. ადრიან ლოპესი), ტიაგო - რაულ გარსია, არდა თურანი (80. მ. სუარესი), კ. როდრიგესი (71. კოკე) - დ. კოშტა.
გაფრთხილება: ადურისი, აურტენეჩე - ფილიპე ლუიში, როდრიგესი, გოდინი, ემრე
კუთხური: 8-9; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 18-11 (11-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 38 000

მალიორკა-მალაგა 2:3
გოლები: 0:1 სავიოლა (10), 0:2 ისკო (16), 1:2 ვიქტორი (27), 1:3 მონრეალი (62), 2:3 დოს სანტოსი (71)
მალიორკა (4-2-3-1): კალატაიუდი - ნსუე, ნუნიეში, ჟერომელი, ბიგასი (4. კევინი) - პინა, მარკესი - მ. პერეირა (61. ალფარო), ვიქტორი, ჯოვანი დოს სანტოსი - ჰემედი.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, ლუგანო, ველიგტონი, მონრეალი - ტულალანი, დემიკელისი - პორტილიო (89. იტურა), სავიოლა (68. ელიზეუ), ისკო (74. ნაჩო კამაჩო) - სანტა კრუსი.
გაფრთხილება: პინა, კევინი, ვიქტორი - დემიკელისი, კაბალიერო, ლუგანო
გაძევება: დემიკელისი (72)
კუთხური: 13-3; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-4 (4-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 13 000

28 იანვარი
სევილია-გრანადა 00:30

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
ბომბარდირები: 33 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 18 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - არიც ადურისი (ბილბაო), რუბენ კასტრო (ბეტისი).

მომდევნო ტური
1 თებერვალი:
ვალიადოლიდი-ბილბაო.

2 თებერვალი:
ოსასუნა-სელტა, ხეტაფე-დეპორტივო, ესპანიოლი-ლევანტე, გრანადა-რეალი.

3 თებერვალი:
მალაგა-სარაგოსა, სევილია-რაიო ვალეკანო, ვალენსია-ბარსელონა, ატლეტიკო-ბეტისი, რეალ სოსიედადი-მალიორკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXI ტურის წინ: ანტონიო ადანი - მე მზად ვარ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული