ლეო მესის უარი "ბარსელონას" - 250 მილიონი ევრო რა ამბავია?!

AutoSharing Option
25 წლის არგენტინელმა ლეო მესიმ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინათ შეათანხმა "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, მესი "ბარსელონაში" 2018 წლამდე უნდა დარჩეს. არგენტინელი "ბარსას" ერთგულია და წასვლას არსად აპირებს, თუმცა ხელშეკრულების ერთ პუნქტზე მან ხელმძღვანელობას სასტიკი უარი სტკიცა.

"ბარსელონა" აპირებდა, მესის გამოსყიდვის ახალი თანხა დაეწესებინა ფეხბურთელის ყიდვის მსურველებისთვის - 250 მილიონი ევრო! მესიმ "ბარსელონას" წინადადება შორს დაიჭირა.

სხვათა შორის, ესპანეთის მთავრობის ახალი კანონის გამო მესის ხელფასიდან დამატებით მილიონი ევრო გადასახადებში წავიდა. ეს გაითვალისწინა "ბარსელონამ" და ამიერიდან 2018 წლამდე მესის
ხელფასი (გადასახადების გარეშე) 12 მილიონი ევრო იქნება. ლეოს შეუძლია ეს ხელფასი წელიწადში 4 მილიონი ევროთი გაზარდოს - სხვადასხვა ბონუსის წყალობით.

ასევე იხილეთ:
ვარსკვლავი VS ვარსკვლავი: ზლატანი ლიონელის წინააღმდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰეჰე მაგარი კაცია. რონალდო ამას ვერ ჯობია ვერაა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული