მანსანოს დავალებაა გადაარჩინოს თითქმის წყალწაღებული "მალიორკა", ამისთვის კი პირველ რიგში, სულ რაღაც 4 ქულით მეტის პატრონი "ოსასუნას" ძლევაა საჭირო.
გალისიურ ვიგოს "ბარსელონასთან" ქულის ამღები და ცოტა წელში გამართული "ვალენსია" ეწვევა, "სელტას" სატკივარი კი გასავარდნი ზონისთვის თავის დაღწევაა.
ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ვალენსიაში, სადაც "ლევანტემ" უნდა დაამტკიცოს, რომ საევროპო ამბიციები სერიოზული აქვს, მეტოქე მკაცრი გამოცდისთვის შესაფერისი ჰყავს - "მალაგა", მარცხის შემთხვევაში "გომბეშოების" მატარებელი
ბოლოადგილოსანი "დეპორტივო" წინა ტურში "რეალის" მძლეველ "გრანადას" მასპინძლობს. იმავდროულად "რეალი" ტურის ცენტრალურ მატჩში "სევილიას" უმასპინძლებს...
ვარანით თუ ვარანის გარეშე
ანდალუსიელთა სტუმრობა განსაკუთრებით ერთი რეალელისთვის არის მნიშვნელოვანი - დიეგო ლოპესი ორიოდ კვირის წინათ "სევილიას" გოლკიპერი იყო, ახლა კი "სამეფო კლუბის" კარი უნდა დაიცვას ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ.
დიეგო ლოპესის ტრანსფერი იკერ კასილიასის ტრავმას უკავშირდება, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მოედანს აპრილში დაუბრუნდება.
31 წლის დიეგო 3,5 მილიონი ევრო დაუჯდა "რეალს". "მარკას" ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო სწორედ ლოპესს დააყენებს კარში და არა ანტონიო ადანს, რომელიც ცოტა ხნის წინათ, რატომღაც, კასილიასზე მაღალი კლასის გოლკიპერად მიაჩნდა.
ესპანური მედიის ცნობით, პორტუგალიელ პეპეს აქვს შანსი ამ თამაშში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა ეს შანსი არ არის დიდი. წესით, დაცვის ცენტრში სერხიო რამოსის და რაფაელ ვარანის დუეტი პორტუგალიელმა მწვრთნელმა არ უნდა დაშალოს.
სხვათა შორის, რაფაელ ვარანს მიკროტრავმა ჰქონდა, რის გამოც ახალგაზრდა მცველმა საფრანგეთის ნაკრების რიგებში ვერ ითამაშა.
მოურინიოს მესუთ იოზილი უბრუნდება, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა. იოზილი ძალიან აკლდა "რეალს" "გრანადასთან" მატჩში და თურქული წარმოშობის გამთამაშებელი საფრანგეთთან მატჩში საუკეთესო იყო.
"სევილიამ" ივან რაკიტიჩის წითელი ბარათი გააპროტესტა ფედერაციაში და შესაძლოა, საჩივარი დაუკმაყოფილონ. უნაი ემერის სისინიოს, დიეგო პეროტისა და პიოტრ ტროხოვსკის იმედი არ უნდა ჰქონდეს, ეს ტრიო ტრავმირებულია.
* "რეალმა" მოიგო ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 ყველა ოფიციალურ შეჯიბრში. მოკლედ, ჟოზე მოურინიოს გუნდი საშინელ ფორმაშია.
* "გრნადასთან" მარცხი "რეალისთვის" სეზონში მე-5 იყო.
* "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სამეფო კლუბს" 22 ტურია, არ წაუგია.
* "სევილიამ" ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო ყველა შეჯიბრში.
* ანდალუსიელებმა "რეალთან" ბოლო 8 დაპირისპირებიდან 7 წააგეს.
* ხოსე ანტონიო რეიესი 2006/07 წლების სეზონში "რეალში" თამაშობდა: 30 თამაში, 6 გოლი.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: დ. ლოპესი - ესიენი, ს. რამოსი, ვარანი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - კალეხონი, იოზილი, რონალდო - იგუაინი.
სევილია: ბეტო - კოკე, ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მადურო, მედელი, კონდობია - ხესუს ნავასი, ნეგრედო, რეიესი.
ჩავის გარეშე
კვირას, "ბარსელონა" უჩვეულო დროს თამაშობს - ესპანური დროით შუადღეს. გათამაშების ლიდერი "ხეტაფეს" მასპინძლობს. ტიტო ვილანოვას გუნდის ყველაზე დიდი დანაკარგები თავად ვილანოვა და ჩავია.
ტიტო მარტის ბოლომდე ნიუ იორკში იმკურნალებს და გუნდს ჟორდი როურა გაუძღვება. ჩავი კი "ბარსას" კიდევ ერთი კვირა დააკლდება.
როგორც წესი, სანაკრებო პაუზის შემდეგ "ბარსელონას" არ უჭირს მეტოქეებთან გამკლავება და წესით, არც ახლა უნდა გაუჭირდეს, მით უმეტეს, მეტოქეს საკადრო პრობლემები გაცილებით სერიოზული აქვს. თუმცა შესაძლოა, გუნდის ლიდერმა პედრო ლეონმა თამაში შეძლოს "კამპ ნოუზე".
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა - პედრო, მესი, ვილია.
ხეტაფე: კოდინა - მ. ტორესი, ლოპო, ალექსისი, ესკუდერო - ხ. ტორესი, ბორხა - პედრო ლეონი, ბარადა, გავილანი - კოლუნგა.
ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტური
9 თებერვალი
მალიორკა-ოსასუნა 19:00
ტრავმა: ბიგასი, ავატე, ჟ. ვიქტორი - სისი, ანანი, რიესგო, ტიმორი, ომვუ
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +8=11-10, (32-33)
სელტა-ვალენსია 21:00
ტრავმა: მალიო, ლიორკა - მატიო, პარეხო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +4=11-12, (22-37)
ლევანტე-მალაგა 23:00
ტრავმა: ბალესტეროსი - ბაპტიშტა (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=0-5, (8-8)
დეპორტივო-გრანადა 01:00
დისკვალიფიკაცია: კამუნიასი, აგილარი (დეპ)
ტრავმა: დომინგესი, აიტამი, აიოსე, ვალერონი (?), მარჩენა, ლაურე - ბენიტესი (?), ფ. რიკო
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=1-0, (1-1)
რეალი-სევილია 01:00
დისკვალიფიკაცია: რაკიტიჩი (სევ)
ტრავმა: კასილიასი, პეპე, ვარანი (?) - პეროტი, ტროხოვსკი, სისინიო
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +24=3-10, (87-51)
10 თებერვალი
ბარსელონა-ხეტაფე 15:00
დისკვალიფიკაცია: მიგელ მოია, რაფა ლოპესი (ხეტ)
ტრავმა: ს. რობერტო, ჩავი - როდრიგესი, ლაფიტა, პედრო ლეონი (?), მანე
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +13=3-3, (36-18)
სარაგოსა-სოსიედადი 20:00
დისკვალიფიკაცია: აბრაამი, ხოსე მარი (სარ)
ტრავმა: ალამო, რომარიკი, ობრადოვიჩი, ლოოვენსი, სუკულინი - ზურუტუზა, გონსალესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +13=9-12, (46-44)
ბილბაო-ესპანიოლი 22:00
დისკვალიფიკაცია: ბაენა (ესპ)
ტრავმა: ეკიზა, გალარეტა, კასტილიო, პერესი, ლოპესი, ფ. ლორენტე - გომესი, ვაკასო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +10=14-15, (47-57)
ვალეკანო-ატლეტიკო 00:00
დისკვალიფიკაცია: ტიტო - დ. კოშტა
ტრავმა: ლაბაკა, როდრი, მარტინესი - ფალკაო (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3=3-7, (13-20)
11 თებერვალი
ბეტისი-ვალიადოლიდი 00:30
დისკვალიფიკაცია: კანიასი (ბეტ)
ტრავმა: მარტინესი, ლოპესი, იგიებორი, ვილარჩაო - ბალენსიაგა, ებერტი, პერესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +16=5-6, (44-19)
შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები: 34 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 18 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - არიც ადურისი (ბილბაო), რუბენ კასტრო (ბეტისი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXII ტურის შეჯამება და სიმბოლური: არაგრანდული ტური