მილან პიკემ "კამპ ნოუ" უკვე დააჭაშნიკა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში "ბარსელონამ" 6:1 მოუგო "ხეტაფეს".

მატჩის ბოლოს მე-6 გოლი ტიაგო ალკანტარამ ჟერარდ პიკეს გაატანინა, თანაგუნდელს ამის მიზეზიც ჰქონდა: ცხოვრებაში პირველად "კამპ ნოუზე" ჟერარდის ვაჟი, მილან პიკე იმყოფებოდა, რომელიც ქვეყანას 22 იანვარს მოევლინა.

პიკეს მეუღლე, კოლუმბიელი მომღერალი შაკირა შვილთან ერთად ტრიბუნაზე იმყოფებოდა და ჟერარდმაც გოლი (თითების კომბინაციით 22 "დახატა", როგორც 22-ში დაბადებულს) მას მიუძღვნა.

"მილანის პირველი მისვლა სტადიონზე მამიკომ გოლით აღნიშნა", - დაწერა შაკირამ "ტვიტერზე" და ფოტოც გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ბაბუამ პატარა მილანი დაბადებისთანავე გააფორმა "ბარსელონას" კლუბის
წევრად.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჟერარ პიკემ და შაკირამ თავიანთი ვაჟი მსოფლიოს გააცნეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული