სერხიო რამოსი: ესპანური ფეხბურთი კარგ მსაჯებს იმსახურებს, რადგან აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობენ [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში მადრიდულ დერბიში "რეალმა" "რაიო ვალეკანო" 2:0 დაამარცხა.

გამარჯვებულთაგან გოლები ალვარო მორატამ და სერხიო რამოსმა გაიტანეს, თუმცა ესპანეთის ნაკრების მცველი კინაღამ ანტიგმირი გახდა - მე-18 წუთზე ხელით თამაშისთვის მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი 10 კაცის ამარა დატოვა.

მატჩის შემდეგ სერხიო რამოსი უკმაყოფილებას ვერ ფარავდა: "ჩემი გაძევება ძალიან იოლი რამ გახდა და ეს ძალიან მაშფოთებს. ეს არ არის ნორმალური, როცა ფეხბურთელს ორ წუთში ორ ყვითელ ბარათს აძლევენ. ძალიან ვნანობ, რომ ჩემი თანაგუნდელები უმცირესობაში დავტოვე, მაგრამ მგონია,
რომ ეს მთლად ჩემი ბრალიც არ არის. ესპანური ფეხბურთი იმსახურებს კარგ არბიტრებს, რადგან ეროვნულ ჩემპიონატში დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ
".

VideoSportall.Ge
რეალი - რაიო ვალეკანო 2:0


ასევე იხილეთ:
სერხიო რამოსი შესაძლოა, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული