კლუბის პრეზიდენტს ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება სურს: ლევერკუზენის "ბაიერის" მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი და "მალაგას" ნახევარმცველი ისკო.
კარვახალი 21 წლისაა და ის გერმანიაში სწორედ "რეალის" სარეზერვო გუნდიდან გადავიდა, "სამეფო კლუბის" აღზრდილია. მადრიდელებს მისი უკან გამოსყიდვის უფლება კონტრაქტის მიხედვით აქვთ.
ისკო "ვალენსიას" აღზრდილია და შარშან გადავიდა "მალაგაში". მან ევროპის "გოლდენ ბოის" პრიზი მიიღო 2012 წელს.
ფლორენტინო პერესი "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკის ესპანიზაციას აპირებს.
ასევე იხილეთ: