ტიტო ვილანოვა აპრილის დასაწყისში დაბრუნდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ტიტო ვილანოვას დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

"ვილანოვა გუნდს, სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში დაუბრუნდება", - თქვა როსელმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი მკურნალობას ნიუ იორკში მარტის ბოლოს დაასრულებდა.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონასა" და "მილანს" შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური საპასუხო მატჩი 12 მარტს გაიმართება. პირველი შეხვედრა "სან-სიროზე" მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული