4-3-3-მა არ იმუშავა

AutoSharing Option


"ვალენსიას" გამოცდილმა ვინგერმა ვისენტემ "მალიორკასთან" მარცხი სათამაშო სქემის შეცვლას დააბრალა. შეგახსენებთ, რომ შაბათს "ვალენსიამ" "მესტალიაზე" 1:2 წააგო "მალიორკასთან". ამ შეხვედრაში უნაი ემერიმ გუნდი ტრადიციული 4-2-3-1-ის ნაცვლად (რომლითაც "ღამურები" ლიდერობდნენ) 4-3-3 სისტემით ითამაშა. ვისენტემ აღნიშნა, რომ გაოცდა, როცა ემერიმ ამ ცვლილებას მიმართა - "მალიორკასთან" შეხვედრაში ბასკმა სპეციალისტმა სამი ნახევარმცველის წინ 3 შემტევი გამოიყვანა: პაბლო ერნანდესი, რობერტო სოლდადო და ვისენტე. "გამიკვირდა, როცა ასეთი ტაქტიკით ვითამაშეთ. საშინაო მატჩებში ასე არასოდეს გვითამაშია და, ჩემი აზრით, სწორედ ამის გამო ვერ მივაღწიეთ წარმატებას "მალიორკასთან". ჩვენ ბევრჯერ

გვიმსჯელია 4-3-3-ზე, მაგრამ, ფაქტია, ეს სისტემა ვერ ამართლებს გუნდში, თუმცა ამას მწვრთნელი წყვეტს და ჩვენც ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ მას. არ უნდა დავუკარგოთ დამსახურება "მალიორკასაც" - მათ მაღალი და კარგი მცველები ჰყავთ, რომელთაც ყველა სახიფათო პასი გააუვნებელყვეს", - განაცხადა ვისენტემ, რომელსაც "ვალენსიასთან" ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უსრულდება, თუმცა ფეხბურთელი ჯერ ახალ კონტრაქტზე ან სავარაუდო ტრანსფერზე არ ფიქრობს: "მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მთლიანად კონცენტრირებული თამაშზე ვარ. რა თქმა უნდა, "ვალენსიაში" თამაში მომავალშიც მუსრს, მაგრამ დრო გვიჩვენებს, რა მოხდება".

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული