ლა ლიგა. XXV ტური: ალეგრი - "ბარსას" ალერგიის წამალი? [VIDEO]

AutoSharing Option
უნაი ემერიმ ველოსიპედი თავიდან აღარ გამოიგონა და მასიმილიანო ალეგრის "მილანის" სტილში ათამაშა "სევილია" "კამპ ნოუზე".

მთელი 50 წუთი ამან გაამართლა. შემდეგ "სევილიას", უბრალოდ, რესურსი აღარ ეყო და მაინც დამარცხდა,

თუმცა... ნუთუ "ბარსელონას" საწინააღმდეგო წამალი უკვე ცნობილია?

12 წლის შემდეგ
"სან მამესზე" "რეალ სოსიედადმა" ბოლოს 2001 წელს გაიმარჯვა. მას მერე სანსებასტიანელებს ბასკურ დერბიში მხოლოდ 1 ქულა (!) ჰქონდათ მოპოვებული, მაგრამ ახლა ფილიპ მონტანიეს გუნდმა სასწაული შეძლო, თანაც სტუმართა გუნდი იბაი გომესის გოლის "წყალობით" აგებდა.

იბაის გოლი ცალკე აღსანიშნავია, "ბილბაოს" შემტევმა დაუმუშავებლად
დაარტყა ბურთი და ტურში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა.

სტუმრებმა 4 წუთში გაათანაბრეს - "ჩორი" კასტროს დიდებული ჩაწოდების შემდეგ თავური ანტუან გრიზმანმა გაიტანა. "ბილბაო" 24 წლის სარეზერვო მეკარემ, რაულ ფერნანდეს-კავადამ დაღუპა, კასტროს საჯარიმო მან ხელში ვერ შეიკავა და იქვე ჩასაფრებულმა იმანოლ აგირეჩემ შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამას კი ზურუტუზას პასით კარლოს ველას გოლი მოჰყვა - 1:3.

მარსელო ბიელსა (ბილბაო): "ტრაბახი და იმის თქმა არ მინდა, რომ მაგარი ვარ, მაგრამ ასეთ რთულ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ, თუმცა გამოსავალიც მომიძებნია. 30 წელიწადია, ამ საქმით ვარ დაკავებული. ისე კი, გუნდის სუსტ შედეგებზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, მე ვარ".

ფილიპ მონტანიე (რეალ სოსიედადი): "დებიუტი ძნელი რომ იქნებოდა, ვიცოდით - "ბილბაო" ყოველთვის დიდებულად იწყებს თამაშს. ჩვენ შევძელით მისი შეჩერება და საბრძოლველად მზად აღმოვჩნდით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და მას ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს ვუძღვნით".

ხელი, მკერდი და პანენკა
ფერნანდო ვიტიენეს ტეიშეირა ცნობილი რეფერია, მას ბევრი თამაში... გაუფუჭებია. ინებეთ კიდევ ერთი: აუტსაიდერი "მალიორკა" 70 წუთის განმავლობაში სჯობდა "ხეტაფეს", მექსიკელმა ჯოვანი დოს სანტოსმა ბრწყინვალე ინდივიდუალური გოლიც გაიტანა, მაგრამ 70-ე წუთზე მსაჯს მოეჩვენა, რომ მასპინძელთა კაპიტანმა ნუნიეშმა ხელით ითამაშა (გამეორებაზე აშკარად გამოჩნდა, რომ პორტუგალიელ მცველს ბურთი მკერდზე მოხვდა) და მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა.

დიეგო კასტრომ პენალტი პანენკას სტილში გაიტანა და აქ "მალიორკა" მორალურად გატყდა. შედეგად, ადრიან კოლუნგას დუბლის შესასრულებლად 3 წუთი და რამდენიმე წამი ეყო.

სხვათა შორის, დიეგო კასტრომ ესპანურ კარიერაში მე-14 პენალტი შეასრულა და ყველა გაიტანა. ლა ლიგის რეკორდი კი "ატლეტიკოს" ყოფილ ფეხბურთელ მანოლო ალფაროს ეკუთვნის.

გრეგორიო მანსანო (მალიორკა): "პენალტის მერე ბიჭები ვეღარ გადაეწყვნენ, გადამწყვეტი მომენტი გამოდგა. არადა, პენალტი ნაღდად არ იყო დასანიშნი".

ლუის გარსია (ხეტაფე): "ორივე გუნდს შეეძლო მოგება. მეტოქე პირველში გვჯობდა, მეორეში კი მოვუმატეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. "

არაგონელთა ხელიდან გაშვებული შანსი
"სარაგოსამ" შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან, გავარდნის ზონას მნიშვნელოვნად დაშორებოდა - "ვალენსიას" 2:0-ს უგებდა და გამარჯვება ვერ შეინარჩუნა.

პირველ ტაიმში მასპინძლები ბევრად სჯობდნენ მეტოქეს, იმიტომ, რომ აპონიო ჰყავდათ. შემდეგ ნახევარმცველი დაშავდა და უმისოდ არაგონელებს დაცვაზე ზრუნვა მოუწიათ.

თავის მხრივ, ტრავმის გამო "ვალენსიამ" პორტუგალიელი მცველი რიკარდო კოშტა დაკარგა. თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა ელდერ პოშტიგამ ჩაჭრა გადაცემა. ის საჯარიმოში ვიქტორ რუისმა წააქცია. პენალტი აპონიომ გამოიყენა. შემდეგ ამ უკანასკნელმა პორტუგალიელ ფორვარდს თავზე ჩაუწოდა - 2:0. ამის შემდეგ ჟონასმა დუბლით აღადგინა წონასწორობა (სტუმართა პირველი გოლი არ იყო ჩასათვლელი, სოლდადო აშკარად თამაშგარეში იყო).

77-ე წუთზე ლეო ფრანკომ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და გააძევეს. კარში 23 წლის პაბლო ალკოლეა ჩადგა და მან ორჯერ იხსნა გუნდი. თამაშის მიწურულს კი მასპინძლებმა გაიტანეს, მაგრამ რეფერიმ დიეგო ალვეშზე თავდასხმა დააფიქსირა.

მანოლო ხიმენესი (სარაგოსა): "ბოლო ტურებში მსაჯები ძალიან გვაზარალებენ".

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "ისეთი თამაში იყო, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა, ჩვენი გამარჯვებით დასრულებულიყო, ასევე, წაგვეგო".

ჟოზემ ახლა რონალდო დასვა
"რიასორზე" სასტარტოში ორი კაკა იყო ("დეპორტივოს" კაკა 31 წლის ბრაზილიელი მცველია) და არც ერთი რონალდო - 2011 წლის სექტემბრის შემდეგ ლა ლიგაში კრიშტიანო პირველად იჯდა სათადარიგოთა სკამზე!

პირველი ტაიმი ბოლოადგილოსანმა გუნდმა რიკის ბრწყინვალე გოლის წყალობით მოიგო (თუმცა აქვე დიეგო ლოპესის შეცდომასაც აღვნიშნავთ, რიკი მახვილი კუთხიდან ურტყამდა). ჟოზემ მეორე ტაიმში 10 წუთი კიდევ მოითმინა და შემდეგ ერთბაშად სამი წამყვანი მოთამაშე შეუშვა: რონალდო, იოზილი და ხედირა.

თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ "სამეფო კლუბს" გამარჯვება კაკამ მოუტანა. მან ჯერ შორიდან სეზონში პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ რონალდოს გაუთამაშა კედელი, რის შემდეგაც პორტუგალიელმა გონსალო იგუაინს "რეალში" მე-100 გოლი (ლა ლიგის მატჩებში) გაატანინა.

თამაშის ბოლოს მსაჯმა ანხელ დი მარია გააძევა, არგენტინელმა საჯარიმოს დროს 9 მეტრზე არ დაიხია.

აიტორ კარანკა (რეალი): "მეტოქეს ახალი თავკაცი ჰყავს. ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რომ მძიმე თამაში გველოდა. თან "დეპორტივოს" დასაკარგი არაფერი აქვს, მძიმე სიტუაციაშია. ასე რომ, ეს გასაკვირი არ იყო. გასაკვირი უფრო ის იყო, რომ პირველი ტაიმი მეტი სხვაობით არ წავაგეთ, გაგვიმართლა. აი, მეორეში სულ სხვა თამაში ვაჩვენეთ. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა კაკა ჩემპიონთა ლიგაზეც, მაგრამ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი დონის თამაშების ჩვენება.

რაც შეეხება დი მარიას, ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ დი მარია კლასიკოს გამოტოვებს. ეს კი ნიშნავს, რომ თამაშს 11 კაცით დავამთავრებთ
".

კაკა (რეალი): "ფორმაში შევდივარ. ვფიქრობ, წინ კიდევ უკეთესი თამაშები მელის. მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე. ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. თუკი მწვრთნელს დავჭირდები, მომავალშიც მზად ვიქნები".

VideoSportall.Ge
დეპორტივო - რეალი 1:2


მესი - ზედიზედ 15
ლიონელ მესიმ ზედიზედ მე-15 ტურში გაიტანა და "ბარსელონას" "სევილიასთან" მძიმე მატჩში მოაგებინა - 2:1. მანამდე "ბარსას" აღზრდილმა, ალბერტო ბოტიამ პირველი ტაიმის მიწურულს კოკეს ჩამოწოდება გამოიყენა.

ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში დავიდ ვილიამ დანი ალვეშის ჩაწოდების შემდეგ გაათანაბრა, ხოლო მესის საგოლე პასი კრისტიან ტელიომ გადააწოდა. სხვათა შორის, ვილიას გოლამდე "სევილია" "მილანის" სტილში (როგორც იტალიური გუნდი "ბარსას" ეთამაშა გასულ ოთხშაბათს) თამაშობდა და ამას შედეგი მოჰქონდა.

ჟორდი როურა (ბარსელონა): "ყოველთვის ვამბობდით, რომ ვილია გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენი მიზანი იყო კარის მშრალად შენახვა. არ გამოვიდა. მინდა ვთქვა, რომ დაცვაში პრობლემები გვაქვს."

უნაი ემერი (სევილია): "პირველ ტაიმში ბურთიც გვქონდა და მასპინძელთა კართან ხიფათსაც ვქმნიდით. მეორე ტაიმშიც ვცადეთ ასე თამაში, მაგრამ არ გამოგვივიდა. აქ მოსაგებად ჩამოვედით და მიზანთან ახლოს ვიყავით".

VideoSportall.Ge
ბარსელონა - სევილია 2:1


ავტოგოლი და გოლი ცენტრიდან
კვირის მატჩებიდან "ვალიადოლიდის" გამარჯვებას გამოვყოფთ "რაიო ვალეკანოსთან". ამ შეხვედრაში მადრიდელთა მცველმა ხორდი ამატმა ჯერ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მერე მეტოქეს ცენტრიდან გაუტანა. ამას კი სულ 2 წუთი მოანდომა. ვიგოში "სელტამ" "6-ქულიანი" თამაში მოუგო "გრანადას". "ატლეტიკომ" რადამელ ფალკაოს პენალტის წყალობით მოუგო "ესპანიოლს", თანაც ტაიმი 10 კაცით ითამაშა.

ლა ლიგა. XXV ტური
ბილბაო-სოსიედადი 1:3
გოლები: 1:0 ი. გომესი (30), 1:1 გრიზმანი (34), 1:2 აგირეჩე (66), 1:3 ველა (76)
ბილბაო (4-2-3-1): რ. ფერნანდესი - ირაოლა, სან ხოსე, ლაპორტე, აურტენეჩე (63. მუნიაინი) - იტურასპე, ანდერი - სუსაეტა, დე მარკოსი, ი. გომესი - ადურისი (73. ფ. ლორენტე).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილარამენდი (87. პარდო) - ჩაბი პრიეტო, გ. კასტრო (75. ზურუტუზა), გრიზმანი - აგირეჩე (67. ველა).
გაფრთხილება: ლაპორტე, იტურასპე, მუნიაინი - ილარამენდი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 17-22; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 18-13 (5-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 000

მალიორკა-ხეტაფე 1:3
გოლები: 1:0 ჯოვანი დოს სანტოსი (14), 1:1 დ. კასტრო (70-პენ), 1:2 კოლუნგა (82), 1:3 კოლუნგა (85)
მალიორკა (4-3-3): ავატე - ჰატონი, ნუნიეში, ჟერომელი (46. ა. კონსეისაო), ლუნა - პინა, ტისონე, მარტი - ალფარო (82. ნსუე), ვიქტორი (72. ჰემედი), ჯოვანი დოს სანტოსი.
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - მ. ტორესი, ფ. ფერნანდესი, ალექსისი, ესკუდერო - ხ. ტორესი (54. გავილანი), ბორხა (68. ლასენი) - პედრო ლეონი (83. მიჩელი), ბარადა, დ. კასტრო - კოლუნგა.
გაფრთხილება: ჟერომელი, მარტი, ნუნიეში - ფერნანდესი, ხ. ტორესი, ბორხა, ალექსისი
კუთხური: 13-5; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 15-15 (4-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 14 000

სარაგოსა-ვალენსია 2:2
გოლები: 1:0 აპონიო (5-პენ), 2:0 პოშტიგა (36), 2:1 ჟონასი (36), 2:2 ჟონასი (69)
სარაგოსა (4-2-3-1): ლეო ფრანკო - ხ. ფერნანდესი, ლოოვენსი, ალვარო, აბრაამი - ხოსე მარი (78. ალკოლეა), მოვილია - როჩინა (74. ე. ორიოლი), აპონიო (46. ბაბოვიჩი), მონტანიესი - პოშტიგა.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რ. კოშტა (65. მატიო), რუისი, სისოკო - ალბელდა (80. ვალდესი), პარეხო - ფეგული, კანალესი (52. ბანეგა), ჟონასი - სოლდადო.
გაფრთხილება: ხოსე მარი, პოშტიგა, ორიოლი, ალკოლეა, ალვარო - რუისი, ალბელდა, სისოკო, ბანეგა
გაძევება: ლეო ფრანკო (77)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 14-11 (6-8); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 20 000

დეპორტივო-რეალი 1:2
გოლები: 1:0 რიკი (35), 1:1 კაკა (73), 1:2 იგუაინი (88)
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - სილვიო (25. ბერგანტინიოსი), მარჩენა, კაკა (57. ხ. ვასკესი), აიოსე - აგილარი, პ. ასუნსაო - გამა, ვალერონი, პიცი - რიკი (74. ოლივეირა).
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - არბელოა, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო (56. რონალდო) - ესიენი (56. ხედირა), მოდრიჩი (56. იოზილი) - დი მარია, კაკა, კალეხონი - იგუაინი.
გაფრთხილება: პიცი, აგილარი, აიოსე - კარვალიო, მარსელო, კალეხონი, დი მარია
გაძევება: დი მარია (91)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 5-7; კარში დარტყმა: 15-17 (5-8); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 27 000

ბარსელონა-სევილია 2:1
გოლები: 0:1 ბოტია (42), 1:1 ვილია (52), 2:1 მესი (60)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, მონტოია - ტ. ალკანტარა, სონგი, ინიესტა (68. ჩავი) - ა. სანჩესი (46. ტელიო), მესი, ვილია (78. ბუსკეტსი).
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, ფასიო, ბოტია, ფ. ნავარო - მადურო (81. მორენო), მედელი (54. კონდობია) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, დელ მორალი - ბ. დიავარა (61. ნეგრედო).
გაფრთხილება: ნავარო, ბოტია
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 17-7 (3-4); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 77 000

ვალეკანო-ვალიადოლიდი 1:2
გოლები: 0:1 ამატი (71 ს.კ.), 1:1 ამატი (72), 1:2 მანუჩო (79)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ამატი, კასადო (81. დელიბაშიჩი) - ტრაშორასი, ფუეგო (87. ტამუდო) - პიტი, ა. დომინგესი, ხოსე კარლოსი (68. ფ. ვასკესი) - ლეო კარილიო.
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, რუედა, ბალენსიაგა - რუბიო, სასტრე - დ. ლარსონი, ბუენო (85. ბარახა), ომარი - მანუჩო (89. გერა).
გაფრთხილება: დომინგესი, ლეო კარილიო - სასტრე, ბუენო
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 18-17 (8-3); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 10 000

სელტა-გრანადა 2:1
გოლები: 1:0 ასპასი (24), 1:1 იგჰალო (28), 2:1 ბერმეხო (80)
სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი, კაბრალი, დემიდოვი (73. ვილა), ლაგო - ოუბინია, ა. ლოპესი - ა. ფერნანდესი, კრონ-დელი (64. დე ლუკასი), ორელიანა (58. ბერმეხო) - ასპასი.
გრანადა (4-4-2): ტონიო - ნიომი (86. ელ-არაბი), ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - ტორჟე (71. ბუონანოტე), რესიო, მ. რიკო (82. ბრაიმი), ნოლიტო - იგჰალო, არანდა.
გაფრთხილება: ორელიანა, ხონი, დემიდოვი - რესიო, ნიომი, არანდა
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 13-9 (4-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 18 000

ატლეტიკო-ესპანიოლი 1:0
გოლი: 1:0 ფალკაო (37-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (68. მ. სუარესი), ტიაგო, გაბი, არდა თურანი (81. კ. როდრიგესი) - ფალკაო, დ. კოშტა (87. რაულ გარსია).
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ვ. სანჩესი, ფორლინი (50. ლონგო) - სტუანი, ვერდიუ, სიმაო (65. პეტროვი) - ს. გარსია.
გაფრთხილება: ტიაგო, გაბი, არდა თურანი - ფორლინი, კასილია, სტუანი, მორენო, კოლოტო, ლონგო, სანჩესი
გაძევება: გაბი (45+4)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-22; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 10-12 (3-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 33 000

ბეტისი-მალაგა 3:0
გოლები: 1:0 მოლინა (1), 2:0 მარიო (27), 3:0 პაბონი (45)
ბეტისი (4-4-2): ადრიანი - ა. ლოპესი, მარიო, ამაია, ნაჩო - კემპბელი (77. ს. როდრიგესი), კანიასი, ბენიატი, ხუან კარლოსი (72. პოსუელო) - პაბონი, მოლინა (85. ნონო)
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო, ს. სანჩესი, ლუგანო, დემიკელისი, ანტუნეში - ნაჩო კამაჩო, ტულალანი (46. ჟულიო ბაპტიშტა) - ხოაკინი, ისკო (46. პიაზონი), პორტილიო - სავიოლა (65. იტურა).
გაფრთხილება: ნაჩო, კარლოსი - კამაჩო, პორტილიო
გაძევება: კამაჩო (63)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 19-4 (10-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 30 000

25 თებერვალი
ლევანტე-ოსასუნა 00:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 38 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - არიც ადურისი (ბილბაო), რუბენ კასტრო (ბეტისი), რობერტო სოლდადო (ვალენსია).

მომდევნო ტური
1 მარტი
ხეტაფე-სარაგოსა.

2 მარტი
რეალი-ბარსელონა, დეპორტივო-რაიო ვალეკანო, ოსასუნა-ბილბაო, ვალენსია-ლევანტე.

3 მარტი
გრანადა-მალიორკა, ესპანიოლი-ვალიადოლიდი, მალაგა-ატლეტიკო, რეალ სოსიედადი-ბეტისი.

4 მარტი
სევილია-სელტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აიტორ კარანკა: კლასიკოს დი მარიას გარეშე ვითამაშებთ, ანუ მატჩს 11 კაცით დავასრულებთ [VIDEO]
ლიონელ მესიმ ლა ლიგის ზედიზედ მე-15 ტურში გაიტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული