დიეგო სიმეონე: ესპანეთის თასზე დიდ იმედებს ვამყარებთ

AutoSharing Option
27 თებერვალს ესპანეთის სამეფო თასის მეორე ნახევარფინალური დაპირისპირებაა - სევილიაში უნაი ემერის "სევილია" დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" უმასპინძლებს.

პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

თამაშის წინ ჟურნალისტებს ორივე გუნდის თავკაცი გაესაუბრა.

უნაი ემერი (სევილია): "ამ შეხვედრას ორი ასპექტი აქვს: პირველი თავად თამაშია და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, რადგან მეტოქე გვყავს ძალიან რთული. თუმცა ჩვენ შევეცდებით, "ატლეტიკოს" თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. მეორე ასპექტი მოტივაციაა - ჩვენ უნდა შევეცადოთ, ემოციები დავიოკოთ, დავმშვიდდეთ, რადგან მეტისმეტმა მონდომებამ შეიძლება უარყოფითი როლიც კი ითამაშოს".

დიეგო სიმეონე
(ატლეტიკო): "ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ესპანეთის თასზე. ჩემი აზრით, "სევილიასთან" მატჩი გამოვა სანახაობრივი და ის ფეხბურთის მოყვარულებს მოეწონებათ. ჩემი აზრით, ფინალში გასვლის თანაბარი შანსები გვაქვს. თუ ნახევარდაცვაში ინიციატივას ხელში ჩავიგდებთ, მაშინ შევძლებთ შეხვედრის სრულ კონტროლს. მოგებისთვის საჭიროა, იცოდე, როგორ ითამაშო. თუ პირიქით აკეთებ - ჯერ თამაშობ და მერე ფიქრობ, აუცილებლად შეცდები".

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის პირველი ფინალისტი ცნობილია - მადრიდის "რეალი", რომელმაც ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა "ბარსელონა".

ასევე იხილეთ:
ბარსელონა-რეალი 1:3 - "სამეფო კლუბი" სამეფო თასის ფინალშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული