ესპანეთის სამეფო თასის ფინალს ხელს... "ევროვიზია" უშლის

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალს ბოლო დროს დაებედა გაურკვევლობა, თუ როდის გაიმართება ტურნირის მთავარი თამაში.

შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში უკვე გავიდა მადრიდის "რეალი" და ახლა "ატლეტიკოსა" და "სევილიას" შორის გამარჯვებულს ელის. ფინალის გამართვას ამჯერად ხელს... "ევროვიზია" უშლის.

თავდაპირველად თასის ფინალი 18 მაისს, შაბათ დღეს დაიგეგმა, მაგრამ თვე, რომელიც ფინალის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, თარიღის შეცვლას ითხოვდა - ან 17 მაისით (პარასკევი) ან 19 მაისით (კვირა). საქმე იმაშია, რომ შაბათს "ევროვიზიაა", რომლის ჩვენების უფლებაც ასევე ამ ტელეკომპანიას აქვს ესპანეთში.

ახლა მომავალი ფინალისტები მომავალ
კვირაში შეთანხმდებიან, როდის სურთ გადამწყვეტი მატჩის გამართვა, როდის და სად. ეს კიდევ ერთი საკამათო საკითხი იქნება.

ყველაზე ლოგიკურ გამოსავლად 17 მაისი ითვლება, თუმცა არც ზემოთ ჩამოთვლილი ორი თარიღია გამორიცხული ("ევროვიზიის" და ტელეკომპანიის მოთხოვნის მიუხედავად).

სად ჩატარდება თასის ფინალი? მადრიდელთა ფინალში გასვლის შემდეგ ესპანეთის დედაქალაქის კანდიდატურა თავისთავად ამოვარდა.

ასევე იხილეთ:
ესპანეთის სამეფო თასი "ბარსელონასია"!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული