დიეგო სიმეონე 2017 წლამდე "ატლეტიკოში" დარჩა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" ხელშეკრულება გაუგრძელა არგენტინელ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს, რომელსაც კონტრაქტი "როხიბლანკოსთან" სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა.

ახალი ხელშეკრულება 4-წლიანი და 42 წლის სპეციალისტი მადრიდში 2016/17 წლების სეზონის ბოლომდე დაჰყოფს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან დიეგო სიმეონემ ძალიან ნაყოფიერად იმუშავა "ატლეტიკოში" – გუნდმა ევროპალიგა მოიგო, ესპანეთის თასის ფინალშია, ლა ლიგაში კი მე–2 ადგილზეა, უსწრებს თანაქალაქელ "რეალს".

დიეგო სიმეონემ შარშანდელი სეზონის შუაშია შეცვალა გრეგორიო მანსანო (ამჟამად "მალიორკას" მწვრთნელი). "ელ ჩოლო" (ესპანურად წმინდანი) ბედნიერია "ატლეტიკოში" მუშაობით.

ასევე იხილეთ:
დიეგო სიმეონე: "ატლეტიკოს" ფანები გავაბედნიერეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული