კანალესი რეალიდან არ წავა

AutoSharing Option

გუშინ მადრიდის "რეალის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "სამეფო კლუბის" ახალწვეული სერხიო კანალესი ამ სეზონს მადრიდში ჩაატარებს. საქმე იმაშია, რომ თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, კანალესს, რომელმაც "რეალთან" 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, წინასასეზონო შეკრება "რეალთან" ერთად უნდა გაეარა და შემდეგ იჯარით სანტანდერის "რასინგს" დაბრუნებოდა. როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიო დაარწმუნა კლუბის ხელმძღვანელობა, რომ ამ თინიეჯერის გაშვება თუნდაც ერთი წლით აღარ შეიძლება.

კანალესი "რეალს" მას შემდეგ შეუერთდება, რაც ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპულ ტურნირზე იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ სერხიო კანალესს სამშობლოში "ესპანური ფეხბურთის ახალი

პრინცს" უწოდებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული