ხოსე რამონ დე ლა მორენა რადიოქსელი SER-ის წარმომადგენელია. ის ამტკიცებს, რომ ვიგოში, "სელტასთან" მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სეზონის მერე ის გუნდიდან მიდის.
შეგახსენებთ, რომ "სელტას" "რეალმა" კრიშტიანო რონალდოს დუბლის წყალობით 2:1 მოუგო.
"მინდა ისევ განვაცხადო, რასაც ადრე ვამტკიცებდი: მოურინიომ და კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ჟოზე
ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტური რჩება. ზუსტად ამდენი მატჩი დარჩა ლა ლიგაში მოურინიოსაც. ეს შეთანხმება ჯერ კიდევ იანვარში დაიდო. ამიტომაც ჟოზესთვის სულ ერთია, როგორ მოემზადება გუნდი ახალი სეზონისთვის. ამიტომაც მას, უბრალოდ, არ გააგებინეს "რეალის" ჩინური ტურნეს შესახებ, რადგან ეს ამბავი ჟოზეს ნაკლებად აინტერესებს. სამაგიეროდ, სანამ სეზონი დასრულდება, გუნდში ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოურინიო მოისურვებს, ყველაფერს ის აკონტროლებს.
ვიგოში კლუბის ერთ-ერთმა შეფმა მოურინიოს სთხოვა რაღაც საკითხზე ლაპარაკი. ჟოზეს პასუხი ასეთი იყო - მე მრჩება 2,5 თვე. ამის მერე კი გააკეთეთ, რაც მოგესურვებათ. მანამდე აქ პირობებს მე ვაყენებ - აი, ასეთია სიმართლე", - განაცხადა დე ლა მორენამ.
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო "რეალში" რჩება, მაგრამ პრესკონფერენციებს ვეღარ გააცდენს