ვისენტე დელ ბოსკე: ტორესი არასტაბილურია, ამიტომ არ გამოვიძახეთ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ დაასახელა მიზეზი თუ რატომ არ გამოიძახა ეროვნულ გუნდში ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი ფერნანდო ტორესი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში ფინეთს დაუპირისპირდება.

"აქამდე ტორესი რეგულარულად თამაშობდა ნაკრებში, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ ის 100 პროცენტით მზად არაა. ამიტომ გადავწყვიტეთ არ გამოგვეძახებინა.

ძალიან გვაწუხებს ფეხბურთელების არასტაბილურობა, მითუმეტეს ფორვარდების. არასტაბილურობა გარკვეულწილად გახდა მიზეზი ტორესის არგამოძახების.

ჩემი აზრით, ორი ცენტრალური თავდამსხმელი გვეყოფა", - თქვა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ 62 წლის სპეციალისტმა ნაკრებში დავიდ ვილია
(ბარსელონა) და ალვარო ნეგრედო (სევილია) გამოიძახა.

მომზადებულია Sports Illustrated-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკე შანსს ახალგაზრდებს აძლევს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული