რივალდო: შემიძლია ის გზა გავიარო, რაც პეპ გვარდიოლამ

AutoSharing Option
40 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ, რომელიც ახლა "სან კაეტანოს" ღირსებას იცავს, განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერის დაწყება სურს.

რივალდომ აღნიშნა, რომ მისი საფეხბურთო კარიერა სრულდება, ახლა კი დარწმუნებულია, რომ მწვრთნელობაშიც წარმატებული იქნება.

მას მწვრთნელობა, არც მეტი არც ნაკლები, "ბარსელონაში" სურს.

"ვფიქრობ, შემიძლია, სამწვრთნელო კარიერა "ბარსელონაში" დავიწყო. ისევე როგორც ეს ხოსეპ გვარდიოლამ გააკეთა. ჩემთვის ამ კლუბის კარი მუდამ ღიაა. კარგად ვიცნობ კლუბის პრეზიდენტ სანდრო როსელს, რომელთანაც ვმეგობრობ კიდეც. ბევრჯერ უთქვამს, რომ თუ დახმარება დამჭირდება, შევეხმიანო. ესპანეთის მოქალაქე ვარ, ასე რომ, არც სხვა
სახის პრობლემები უნდა შემექმნას
", -განაცხადა რივალდომ.

ასევე იხილეთ:
რივალდოს ხუთი საუკეთესო გოლი "ბარსელონას" მაისურით [VIDEO]






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული