ლიონელ მესი: გვიჭირს, როდესაც გუნდი დაცვიდან გვეთამაშება - მაგალითად, "რეალი"

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ "რაიო ვალეკანოსთან" გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, რომ კატალონიელები მთლიანად დაცვითი სტილით მოთამაშე გუნდებთან სირთულეებს ხშირად აწყდებიან.

არგენტინელმა ვარსკვლავმა ასეთთა რიცხვში მადრიდის "რეალიც" შეიყვანა.

"მეტოქეები, რომლებიც მთელ გულისყურს დაცვას უთმობენ, პრობლემებს გვიქმნიან ხოლმე.

იყო შემთხვევები, როცა ძალიან ძვირი დაგვიჯდა თამაშის ალტერნატიული გეგმის არქონა. გაიხსენეთ თამაშები ლონდონის "ჩელსისა" (2011-2012) და ჟოზე მოურინიოს დროინდელ "ინტერთან". "მილანმა" და "რეალმაც" ამ სეზონში ჩვენ წინააღმდეგ ასევე ითამაშეს", - უთხრა მესიმ goal.com-ს.

ფორვარდმა დასძინა, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებს გუნდის მწვრთნელისთვის განკუთვნილ ადგილზე ტიტო ვილანოვას ყოფნა
ძალიან სჭირდებათ.

"ფეხბურთელებმა კარგად იციან, როგორ უნდა იმოქმედონ, თუმცა თამაშის დეტალების გასაან
ალიზებლად მწვრთნელის ყოფნა აუცილებელია.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჟორდი როურას დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ვილანოვას არყოფნა მნიშვნელოვნად დაგვეტყო.

ტიტო ბრწყინვალე ადამიანია, რომელმაც იცის, როგორ მიიტანოს ფეხბურთელებამდე თავისი იდეები. ის პეპ გვარდიოლასგანაც განსხვავდება",
- თქვა ლიონელმა.

მესიმ "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - არგენტინელმა ზედიზედ მე-18 შეხვედრაში გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXVIII ტური: ლამაზი გოლების ტური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვაი ვაი ბოლო 5წელს რო იხსენებტ რეალის ფანებო ბოლო 5წლის მანძილზე რამდენჯერ გაგასაზიზგრატ ბარცელონამ ჰა?გაიხსენეთ 5:1ებს და 6:2 რო გიგებდათ ასე რო ჩუთ რა:D
giomesi
15:44 20-03-2013
0
არა მარტო არ ხარ, ლეო მაგარია და ამის აღიარება ვისაც არ უნდა მეცოდება მაგრად... რა შუაშია აქ რეალის ქომაგობა, მაგრამ შურიანმა ადამიანმა სხვა რა უნდა ილაპარაკოს????????? ლეო ფენომენია და გაიგოს ყველამ ... გაიტანოს შენმა კრისწინამ 18 მატჩში და მერე ლანძღეთ მესი...
nika
17:31 19-03-2013
0

სიახლეები პოპულარული