დავიდ ვილია: მოხარული ვარ, რომ სამივე გოლში მონაწილეობა მივიღე [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში "ბარსელონამ" "რაიო ვალეკანოს" 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში თავი საუკეთესოდ გამოავლინა დავიდ ვილიამ. ფორვარდის ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე პასია. "ელ გუახეს", რომელსაც მაინცდამაინც კარგი სეზონი არა აქვს, ლა ლიგაში 8 გოლი დაუგროვდა.

"სამივე გოლში მხოლოდ მე და ლეო მესიმ მივიღეთ მონაწილეობა. ძალიან მიხარია, რომ გუნდის სამივე გოლში ჩემი წვლილიცაა. მიხარია, რომ ისევ ვთამაშობ, გუნდს ვეხმარები და გოლები გამაქვს. ეს ზუსტად ისაა, რასაც გუნდები და მისი ფანები თავდამსხმელებისგან ითხოვენ. იმედია, სეზონის ბოლომდე ასეთ დონეზე ვითამაშებ", - განაცხადა
ვილიამ.

ამასობაში "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ ვილიამ დაიმსახურა ეს სიხარული. "ვილიამ ბევრი იშრომა და იბრძოლა, რომ ასეთი მომენტი მის კარიერაში დამდგარიყო. ახლა მას სრული უფლება აქვს, გაიხაროს".

VideoSportall.Ge
17.03.13. ბარსელონა - რაიო ვალეკანო 3:1


ასევე იხილეთ:
დავიდ ვილია: სწრაფი გოლი ძალიან დაგვეხმარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული