მოურინოს ბენზემა არ სჭირდება

AutoSharing Option
მოურინიოს ბენზემას თამაშის ხარისხი არ აკმაყოფილებს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბეზნზემა "რეალს" დატოვებს. მადრიდული კლუბი ბენზემას ესპანეთს გარეთ გაყიდვას აპირებს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, მოურინიომ ბენზემას ბოლო შანსი "მურსიასთან" სათასო მატჩში მისცა, მაგრამ უკვე ტაიმებშორის შესვენებაზევე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე გონსალო იგუაენი გამოიყვანა. მატჩი საბოლოოდ 0-0 დასულდა.

მოურინიომ ნახევარმცველებთან ესტებან გრანეროსთან და პედრო ლეონთან განშორებაც გადაწყვიტა. გრანერომ, შესაძლოა, კარიერა "ხეტაფეში" გააგრძელოს, ლეონმა კი - "ჰერკულესში".

ქარიმ ბენზემა, რომელიც 19 დეკემბერს 23 წლის გახდება, "რეალში" "ლიონიდან" 2009 წლის ზაფხულში გადავიდა.
მადრიდელებმა ფრანგ ფორვარდში მაში 35 მილიონი ევრო გადაიხადეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული