ტიტო ვილანოვა "ბარსელონაში" ამ კვირაში დაბრუნდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ დასრულდა კლუბის უმწვრთნელო ყოფა - ამ კვირის განმავლობაში ნიუ იორკიდან კატალონიაში ჩავა და გუნდს ჩაიბარებს ტიტო ვილანოვა, რომელიც ყელ-ყურის სიმსივნეს ნიუ იორკის კლინიკაში მკურნალობდა.

ტიტო ვილანოვა უკვე ორი თვეა, ამერიკაშია. ამ ხნის განმავლობაში გუნდს მისი ასისტენტი ჟორდი როურა თავკაცობდა.

მართალია, როურას ხელში გუნდი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, წააგო ორი კლასიკო, მაგრამ "ბარსამ" შეძლო მთავარი - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა და ჩემპიონატშიც შეინარჩუნა დიდი უპირატესობა უახლოეს კონკურენტებთან.

44 წლ
ის ტიტო ვილანოვამ 20 დეკემბერს ხელმეორედ გაიკეთა ოპერაცია. ნიუ იორკში ის ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის კურსებს გადიოდა.

ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა "ბარსელონას" 25 მარტს დაუბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული