ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, ხელფასი შეიძლება გადაიხედოს იმისდა მიხედვით, როგორ ითამაშებს იოზილი ამ სეზონში.
თავად ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კარგად თამაშობს და იმსახურებს ხელფასის მომატებას. "გალათასარაისთან" მატჩის შემდეგ იოზილის აგენტი, მისი მამა მუსტაფა იოზილი "რეალის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს.
24 წლის იოზილს 2016 წლამდე აქვს ხელშეკრულება "რეალთან" და წელიწადში 5 მილიონ ევროს იღებს.