Marca: მახაჩყალის "ანჟი" ვიქტორ ვალდესს ფანტასტიკური წინადადებით "აბამს"

AutoSharing Option
"ანჟი" "ბარსელონას" მეკარე ვიქტორ ვალდესს მახაჩყალაში ეპატიჟება და საამისოდ მოლაპარაკებებიც დაწყებული აქვს.

ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ესპანური გამოცემის ცნობით, "ანჟი" მზადაა, 31 წლის მეკარეს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც ამ ამპლუის მოთამაშისთვის სარეკორდოა. ამას გარდა, ვალდესს დამატებით კიდევ 2 მილიონის მიღების შანსი სხვადასხვა ბონუსის სახით ექნება.

ვალდესის მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2014 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

წელს, იანვარში, ცნობილი გახდა, რომ მეკარემ კატალონიელებთან შეთანხმების 2018 წლამდე გახანგრძლივება არ მოინდომა, თუმცა ცოტა ხნის წინ კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ერთ-ერთ ინტერვიუში
დაბეჯითებით აღნიშნა, რომ "ბარსა" მეკარის დაყაბულებას საბოლოოდ მაინც შეძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული