"მარკამ" ერთ-ერთ გამოცემაში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსული კლუბი ვიქტორ ვალდესს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვით, წელიწადში 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
"პრესაში გავრცელებული ჭორები, სადაც ირწმუნებიან, რომ "ანჟი" რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს და მათ შორის არის ასევე ვიქტორ ვალდესი, სიმართლეს არ შეესაბამება.
ყველა რეალურ ტრანსფერზე და ხელმოწერილ კონტრაქტზე ინფორმაციას კლუბი თავად, შესაბამის დროს გააცნობს გულშემატკივარს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ იანვარში
ესპანელი მეკარის კონტრაქტი 2014 წლამდე მოქმედებს, მაგრამ ფეხბურთელი "ბარსელონას" დატოვებას ამ ზაფხულს გეგმავს.