როგორც ესპანური გამოცემები წერენ, გვარდიოლას გარკვეული უთანხმოება აქვს ”ბარსელონას” პრეზიდენტ სანდრო როსელისთან. კერძოდ, გვარდიოლა უკმაყოფილო იყო მცველის, დიმიტრი ჩირგინსკის გაყიდვის გამო. სავარაუდოდ, "ბარსელონაში" გვარდიოლას მთავარ მწვრთნელად დარჩენა-არდარჩენის საკითხი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ როგორ განვითარდება მისი ურთიერთობა კლუბის ხელმძღვანელობასთან.