ვისენტე დელ ბოსკე: ასე პიტერ შილტონს ინგლისში არ მოექცეოდნენ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ჟოზე მოურინიო და "რეალის" მთელი ხელმძღვანელობა გააკრიტიკა იკერ კასილიასის სიტუაციასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ჯერ ანტონიო ადანი არჩია კაპიტანს, შემდეგ კი ტრავმის შემდეგ მორჩენილი 31 წლის კასილიასი ისევ სკამზე დატოვა, მას "სევილიიდან" გადმოსული დიეგო ლოპესი ამჯობინა.

"ეს სიტუაცია ძალიან მაშფოთებს. ყველამ ვიცით, რომ იკერი ესპანური ფეხბურთის ლეგენდაა. არავის მიუღწევია ამდენისთვის, რასაც მან მიაღწია და მოულოდნელად, 10 დღეში ის უსარგებლო აღმოჩნდა. ყველა შემთხვევაში, ეს "რეალის" სამწვრთნელო შტაბისა და ხელმძღვანელობის კომპეტენციის საკითხია.

პირადად,
არავის გაბრაზება არ მინდა. კარგია, რომ იკერი გამოჯანმრთელდა. ჩვენ ყველას გვიყვარს ის. უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, ინგლისელები ასე მოქცეოდნენ პიტერ შილტონს ან რომელიმე მათ ლეგენდას
", - განაცხადა დელ ბოსკემ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯოზე ავადმყოფია და ესპანური ფეხბურთის მტერია!!!!!!!!!!!!!!!!!
nikilura
17:04 18-04-2013
0
იკერი მაგარია ჟოზე უმადური
0

სიახლეები პოპულარული