ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ გულშემატკივრებმა და პრესის წარმომადგენლებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან ფეხბურთელის სუსტი თამაშის მიზეზი.
გარდა ამისა, ნახევარმცველის თქმით, გუნდისთვის მნიშვნელოვანია ტიტო ვილანოვასა და ერიკ აბიდალის სულის სიმტკიცე, რომლებმაც ბოლო დროს ქირურგიული ჩარევა გადაიტანეს.
"ხალხმა არ იცის, რომ ზოგჯერ მოედანზე ავადმყოფები და ტრავმირებულები გამოვდივართ, მაგრამ კრიტიკა ყოველთვის უნდა მიიღო", - თქვა ფაბრეგასმა.
მომზადებულია www.fcbarcelona.cat-ის მიხედვით