ლიონელ მესიმ ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს თეძოსთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.

მესიმ უკვე გამოტოვა "სარაგოსასთან" (3:0) ლა ლიგის მატჩი და ასევე, გამოტოვებს შეხვედრას "ლევანტესთან", თუმცა ფორვარდი მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრისთვის მზად იქნება.

გარდა ამისა, სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც ასევე ჰქონდა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ხოლო მეკარე ხოსე პინტო ზურგის ტრავმის სარეაბილიტაციო კურსს გადის.

მომზადებულია Barcastuff-ის მიხედვით
http://www.dailymail.co.uk/sport/football/article-2310884/Chelsea-unveil-new-blue-strip-season.html
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული