ჟოზე მოურინიო: კასილიასი სათამაშოდ მზადაა, მაგრამ "ბეტისთან" სათადარიგოთა სკამზე იქნება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იკერ კასილიასის შესახებ ისაუბრა.

"იკერი შესანიშნავ ფორმაშია და სათამაშოდ მზადაა. "ბეტისთან" შეხვედრაში ის სათადარიგოთა სკამზე იქნება, ხოლო მოედანზე დიეგო ლოპესი გავა.

არ გამიკვირდება, თუ სხვა, მომავალ შეხვედრაში იკერი უკეთეს ფორმაში იქნება და მოედანზე გავა.

ეს ძალიან კარგია ჩემთვის და გუნდისთვის, რომ გვყავს ორი ისეთი მეკარე, როგორებიც არიან
კასილიასი და ლოპესი. ორივე კარგად მომზადებულია და სათამაშოდ მზადაა", - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს "რეალი" ლა ლიგის 32-ე ტურში "ბეტისს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული