ლა ლიგა. XXXII ტურის წინ: ჟოზე მოურინიო: უნაკლო კლუბი არ არსებობს, არც - მწვრთნელი

AutoSharing Option
ლა ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე "რეალი" და "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების უკანასკნელ რეპეტიციებს გამართავენ.

ამ გუნდებისთვის ტურს მეტი დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს. აი, სხვები კი დიდ ქარ-ცეცხლში არიან. ვინ ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ვინ - ევროპალიგის, ვინაც მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრებისთვის...

რაღა დარჩა ასამდე
ერთი, ორი, სამი... სამი მოგებაღა აშორებს კატალონიურ გრანდს ესპანეთის ჩემპიონობამდე, თუმცა ტიტულის გადმობარება ოფიციალურად შეიძლება უფრო ადრეც გაფორმდეს, თუ "რეალს" ფეხი დაუცდება.

"ბარსელონას" მეტოქეა გუნდი, რომელსაც მისთვის არასოდეს მოუგია და გვეჭვება, რომ ახლა შეძლოს - ვალენსიური
"ლევანტე".

ლეო მესიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ის სრულიად ჯანმრთელია, თუმცა, არა გვგონია, სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

ტიტო ვილანოვა
არგენტინელს უფრთხილდება და მას ალბათ, შეცვლაზე მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას. ის, რომ მესი ითამაშებს, ლოგიკურია - "ლა პულგას" "ბაიერნამდე" სათამაშო ტონუსის აღდგენა ესაჭიროება.

სერხიო ბუსკეტსმა ტრავმა მოირჩიმა, აი, კარლეს პუიოლმა და ხავიერ მასკერანომ - ვერა.

"ლევანტეს" ნახევარმცველი ვისენტე იბორა დისკვალიფიცირებულია, მან ლა ლიგაში მე-10 ყვითელი ბარათი მიიღო.

სტუმართა მწვრთნელ ხუან იგნასიო მარტინესს მეტი საკადრო პრობლემა არა აქვს, თუმცა მისი გუნდი იმდენად ცუდ ფორმაშია, რომ შემადგენლობაში ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

* "ბარსელონას" 11-ტურიანი მოგებათა სერია აქვს.
* 31 მატჩში "ბარსამ" 98 გოლი გაიტანა, ეს ლა ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.
* ლიონელ მესი ლა ლიგის ბომბარდირია 29 მატჩში 43 გოლით.
* "ლევანტეს" საგარეო მატჩებში 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
* ვალენსიურმა კლუბმა "ბარსელონასთან" ბოლო 8 შეხვედრიდან 7 დათმო.
* რაც "ლევანტემ" მთავარი ფორვარდი ობაფემი მარტინსი მლს-ის "სიეტლში" გაყიდა, მხოლოდ ერთი მატჩის მოგება შეძლო.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, ბარტრა, ადრიანო, მონტოია - ტ. ალკანტარა, სონგი, ფაბრეგასი - ა. სანჩესი, ვილია, ტელიო.
ლევანტე: მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - დიოპი, მიჩელი - რიოსი, ბარკერო, რუბენ გარსია - აკვაფრესკა.

მოუ და როტაცია
თუკი "ბარსელონას" და "ლევანტეს" სატურნირო მოტივაცია აღარ შერჩათ (პირველი თითქმის ჩემპიონია, მეორე კი არც გავარდება და არც ევროსაგზურის მუშტარია), "რეალს" და, განსაკუთრებით, მის მომავალ მეტოქე "ბეტისს" ჯერ კიდევ სჭირდებათ ქულები.

სევილიელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან (მაგრამ აუტსაიდერები არიან), ყოველ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ევროლიგა დააგემოვნონ. "რეალს" კი ჯერ კიდევ არ გაუნაღდებია მეორე ადგილი.

მატჩის წინ ჟოზე მოურინიომ ბევრი საინტერესო მინიშნება გააკეთა. მან თქვა, რომ იკერ კასილიასი მატჩისთვის მზადაა, მაგრამ კარში მაინც დიეგო ლოპესი ჩადგება. აღნიშნა, რომ "რეალში" თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ყველაფერი სეზონის მერე გაირკვევა და დაამატა: "დედამიწის ზურგზე არ არის უნაკლო კლუბი და არც უნაკლო მწვრთნელი".

ჟოზე "დორტმუნდთან" გასვლის წინ როტაციას აუცილებლად მიმართავს, ვარსკვლავების ნაწილს დაასვენებს.

პეპე მელმა მარცხენა მცველი ნაჩო დაკარგა, რომელმაც თითი მოიტეხა და 10 დღე ვერ ითამაშებს, ალბათ ვერც კიდევ ერთი მცველი, მარიო ითამაშებს. ფორვარდმა ნოსა იგიებორმა (რომელმაც "სევილიას" გადამწყვეტი გოლი გაუტანა დერბიში) მცირე ტრავმა მიიღო და მისი თამაში საეჭვოა.

* მადრიდის "რეალმა" ლა ლიგაში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო "სანტიაგო ბერნაბეუზე".
* ბოლო შვიდ ტურში კასტილიელებმა, რომლის კარსაც იკერ კასილიასი არ იცავს, მხოლოდ ერთხელ შეძლეს კარის მშრალად შენახვა.
* კრიშტიანო რონალდოს გააქვს ყოველ ჯერზე როცა მოედანზე გამოდის, უკვე 8 მატჩია.
* "ბეტისმა" ყველა შეჯიბრში ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო.
* ბოლო ხუთი ურთიერთდაპირისპირებიდან 4 "რეალის" გამარჯვებით დასრულდა.
* "ბეტისმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბოლოს 1998 წელს მოუგო "რეალს".

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: დ. ლოპესი - ნაჩო, ალბიოლი, კარვალიო, მარსელო - პეპე, მოდრიჩი - კალეხონი, კაკა, რონალდო - ბენზემა.
ბეტისი: ადრიანი - ჩიკა, პაულაუ, ამაია, ა. მარტინესი - კანიასი, ბენიატი - კემპბელი, პაბონი, ხუან კარლოსი - რ. კასტრო.

ლა ლიგა. XXXII ტური
მალიორკა-ვალეკანო 1:1

20 აპრილი
გრანადა-ვალიადოლიდი 18:00
დისკვალიფიკაცია: ბრაიმი (გრან)
ტრავმა: იებდა, ფ. რიკო, ბენიტესი (გრან)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=0-2, (3-4)

რეალი-ბეტისი 20:00
დისკვალიფიკაცია: ჩაბი ალონსო (რეალ)
ტრავმა: ესიენი (?), კაკა, იოზილი, არბელოა - პოსუელო, სევილია, ვილარჩაო, ნაჩო, ნონო, მარიო
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +16=12-7, (54-34)

ბარსელონა-ლევანტე 22:00
დისკვალიფიკაცია: იბორა (ლევ)
ტრავმა: ბუსკეტსი (?), მესი (?), მასკერანო, პუიოლი (ბარ)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +8=3-0, (28-8)

ვალენსია-მალაგა 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიატი, რამი, ბარაგანი - ტულალანი, გამესი (?), ჟ. ბაპტიშტა (?), მორალესი, პორტილიო, სანტა კრუსი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +14=6-3, (40-23)

21 აპრილი
ხეტაფე-ესპანიოლი 14:00
დისკვალიფიკაცია: რ. როდრიგესი (ესპ)
ტრავმა: ესკუდერო (?), ტორესი, პედრო ლეონი, კოლუნგა, მოია - მატიონი, ს. გარსია (?), ლონგო
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7=6-8, (29-22)

დეპორტივო-ბილბაო 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აგილარი, რიკი, ლაურე, კამუნიასი - ამორებიეტა (?), გალარეტა, პერესი, ირაოლა (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +16=11-10, (56-41)

ოსასუნა-სოსიედადი 21:00
დისკვალიფიკაცია: ბერტრანი
ტრავმა: - დე ლა ბელა (?), ანანი, სისი, ფლანიო, დამია - ილარამენდი (?), ზურუტუზა
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7=5-9, (19-21)

სევილია-ატლეტიკო 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტროხოვსკი, კამპანია - ტიაგო, არდა თურანი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +14=12-10, (51-47)

22 აპრილი
სელტა-სარაგოსა 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტუნიესი, ლიორკა, ალვარესი, დემიდოვი (?), მალიო - ალამო, აპონიო (?), ობრადოვიჩი, სუკულინი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +10=9-8, (26-27)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 43- ლიონელ მესი (ბარსელონა); 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 24 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 18 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: დედამიწის ზურგზე არ არსებობს არც უნაკლო კლუბი და არც უნაკლო მწვრთნელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული