მადრიდის "ატლეტიკომ" 18 წლის ურუგვაელი გაიფორმა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ცნობით, 18 წლის ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველმა ხოსე მარია ხიმენესმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რის შემდეგაც მადრიდულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

წყარო გარიგების ფინანსურ დეტალებზე დუმს.

"ხიმენესი უნიჭიერესი ფეხბურთელია. მას პასის კულტურა აქვს; ამას გარდა, მშვენივრად ფლობს ბურთს და ძლიერი დარტყმაც აქვს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კარგი ტრანსფერი გავჩარხეთ," - განაცხადა "ატლეტიკოს" სპორტულმა დირექტორმა ხოსე ლუის კამინერომ.

"თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე ბრძოლა მახასიათებს; ვთამაშობ ისე, თითქოს ჩემს ცხოვრებაში ეს უკანასკნელად ხდებოდეს.

რაკი გამძლეობის პრობლემა არ მაქვს, ყოველ შეხვედრაში 100%
-ით ვიხარჯები,"
- ასე დაახასიათა საკუთარი თავი ფეხბურთელმა ესპანელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული