"ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, რადგან მოქმედი კონტრაქტი მაქვს და კლუბს პატივს ვცემ, ასევე, მის პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში კონტრაქტებს, როცა მოესურვებათ, მაშინ წყვეტენ.
სამეფო თასის ფინალში მინდა თამაში და მისი მოგება. ასევე, მინდა ლა ლიგის ვერცხლი ავიღო, ხოლო ამის შემდეგ განვიხილო ყველაფერი პრეზიდენტთან, ჩემს მეგობრებთან და ავირჩიო ვარიანტი, რომელიც უკეთესი იქნება ჩემთვის.
ინგლისში გულშემატკივრებს ვუყვარვარ, ჟურნალისტები პატივს მცემენ. რამდენიმე კლუბს ჩემი გადაბირება სურს, ერთ-ერთ მათგანს კი ეს ძალიან სურს.
თუმცა გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება, რადგან მომწონს "რეალი". კარგი გუნდი შევკარით, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. არ მინდა აურზაურის ატეხვა, ჩემი გეგმების შესახებ სეზონის ბოლოს ვისაუბრებ", - თქვა მოურინიომ.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით