ლა ლიგა. XXXIV ტური: ცოტაც და ტიტულია! [VIDEO]

AutoSharing Option
ოთხშაბათს პრიმერაში 36-ე ტურიდან გადმოტანილი ორი მატჩია (თასის ფინალის გამო). ერთ-ერთში "რეალი" მასპინძლობს "მალაგას". თუ "სამეფო კლუბი" ვერ მოიგებს - "ბარსელონა" ოფიციალურად ჩემპიონია.

აი, ასე უცნაურად შეიძლება გახდეს ოფიციალურად რიგით 82-ე პრიმერას ჩემპიონი გუნდი, რომლის "ეპოქის დასრულებაზე" ლამის ყოველი მეორე ლაპარაკობს...

ჟოზეს უსტვინეს
"სანტიაგო ბერნაბეუ" სტვენით შეხვდა ჟოზე მოურინიოს, რომელმაც "ვალიადოლიდთან" მატჩში ექსპერიმენტული დაცვის ხაზი დააყენა და შედეგიც მალე მიიღო - მეკარის და მცველთა ერთობლივი შეცდომის გამო მადრიდელთა კარში ოსკარმა გაიტანა.

საპასუხო გოლი ანხელ დი მარიას დარტყმას მოჰყვა, მარკ ვალიენტემ
ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მადრიდელები წინ კრიშტიანო რონალდომ გაიყვანა, დი მარიას ჩაწოდებულს მან თავი დაუხვედრა, თუმცა "ვალიადოლიდმა" კონტრშეტევაზე იყოჩაღა, გოლი ხავი გერამ გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბრწყინვალედ მოთამაშე კაკამ დააწინაურა მადრიდელები, შემდეგ კი რონალდომ თავურით დუბლი შეასრულა. მატჩის ბოლოს სასტრემ შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:3.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აიტორ კარანკა (რეალი):
"აქ ბევრია, ვისაც, უბრალოდ, არ მოსწონს ჟოზე მოურინიო, მაგრამ ის, რაც მას 3 წლის განმავლობაში აქვს გაკეთებული, რჩება".

მიროსლავ ჯუკიჩი (ვალიადოლიდი):
"დაცვაში კარგად არ გვითამაშია, ეს ფაქტია. ორი გოლი გავუშვით სტანდარტული მდგომარეობებიდან, მაგრამ გუნდზე ცუდს ვერ ვიტყვი, იბრძოლა დიდი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. 90 წუთი ძალიან ბევრია ამ სტადიონზე ჩვენისთანა გუნდისთვის მიზნის მისაღწევად".

ლიგაზე, სამი წლის შემდეგ
ერთი არჩათვლილი გოლი და სამი არდანიშნული პენალტი - ასეთია "დეპორტივო"-"ატლეტიკოს" მატჩის არბიტრის, აისა გომესის "მონაგარი". ამ გადაწყვეტილებათა უმეტესობა საეჭვო იყო.

განსაკუთრებით "დეპორი" დაზარალდა, რადგან პენალტები სწორედ მის სასარგებლოდ არ დაინიშნა.

ნულოვანი ფრის წყალობით "ატლეტიკომ" უკვე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური, გალისიური კლუბი კი კვლავ გავარდნის ზონაშია.

ფერნანდო ვასკესი (დეპორტივო):
"ჩემი გუნდი ერთი პატარა მწერია მსაჯებისთვის, რომლის გასრესვაც იოლია".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო):
"მეტოქის საჯარიმოში ვერ ვთამაშობდით სათანადოდ, სიცხადე გვაკლდა".

ვალენსია ლიგის საგზურისთვის ისევ იბრძვის
"ვალენსიამ" სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა, "ოსასუნა" 4:0 გაანადგურა (მსაჯმა თამაშგარეს გამო კიდევ 2 გოლი არ ჩათვალა პამპლონელთა კარში).

ანგარიში რობერტო სოლდადომ მას მერე გახსნა, რაც ჟონასის დარტყმული ანდრეს ფერნანდესმა წინ მოიგერია. ეს სოლდადოს მე-19 გოლია ლა ლიგაში. აქამდე მისი რეკორდი 18 გოლი იყო ჩემპიონატში, თანაც სეზონის დასრულებამდე კიდევ 4 ტური რჩება.

რიკარდო კოშტამ
თავურით ანგარიში ორამდე პირველივე ტაიმში გაზარდა.

ბრძოლა მეორე ტაიმში მაშინ დასრულდა, როცა საჯარიმოს მისადგომთან სოლდადო ალეხანდრო არიბასმა წააქცია. მცველი მსაჯმა გააძევა, საჯარიმო კი გოლად ევერ ბანეგამ აქცია. "ოსასუნა" მალე სულაც 9 კაცის ამარა დარჩა (ტიმორი გააძევეს), მატჩის მიწურულს კი ჟონასმა პენალტი გაიტანა.

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია):
"სატურნირო მდგომარეობაზე არ ვფიქრობთ. ჩვენი მიზანია, მაქსიმუმი მოვიპოვოთ და ვნახოთ, რა გამოვა".

კონკურენტი ჩამოიცილა
"სევილიამ" პირველ ტაიმშივე მოუმთავრა საქმე "ესპანიოლს". ჯერ კატალონიელთა მექსიკელმა მცველმა ექტორ მორენომ უცნაური თავურით საკუთარი კარი დალაშქრა, შემდეგ მარჯვენა მცველმა კოკემ მახვილი კუთხიდან "ცხრიანი" დალაშქრა, ბოლოს კი ალვარო ნეგრედომ ლა ლიგაში მე-20 გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმი მხოლოდ ფორმალობა იყო, ხავიერ აგირეს "ესპანიოლი" კი უმოტივაციოდ დარჩა.

უნაი ემერი (სევილია):
"ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი, რომელიც დაფუძნებული იქნება რეალობაზე. ასევე კარგად უნდა ვითამაშოთ მომავალშიც, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში".

ისევ ის მესი
"ბარსასთვის" ყველაფერი ცუდად დაიწყო "კამპ ნოუზე", მაგრამ კარგად დასრულდა. უკვე მეორე წუთზე მასპინძლებს დორლან პაბონის შეტევა გაეპარათ და ტრავმირებული ვალდესის ნაცვლად მოთამაშე პინტოს კოლუმბიელმა გაუტანა.

"ბარსელონამ" მალე გაათანაბრა. ამაში "დამნაშავე" ინიესტაა, რომელმაც მარცხენა ფრთაზე რეიდი ჩაწოდებით დაასრულა, ალექსის სანჩესმა გაიტანა. მაგრამ ტაიმის ბოლოს ისევ "ბეტისი" გავიდა წინ, რუბენ პერესმა შორეული ბრწყინვალე დარტყმით ანდალუსიელები დააწინაურა.

ლეო მესი უკვე მოედანზე შესაცვლელად მზად იყო, როცა დავიდ ვილიამ (ვინც უნდა შეეცვალა არგენტინელს) დანი ალვეშის ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა და ანგარიში გაათანაბრა.

შემდეგ კი ლეომ ორი გოლი გაიტანა, რომელთაგან პირველი ლამის ხელოვნების ნიმუში იყო - უზადოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრძოლა მზის ქვეშ ადგილისთვის
აუტსაიდერთა ბრძოლა სულ უფრო მძაფრი ხდება.

34-ე ტურში ამ ბრძოლაში 3-3 ქულა ჩაიწერეს "გრანადამ" და "სარაგოსამ" და გადარჩენისკენ ერთი ნაბიჯი გადადგეს. თუმცა ჯერჯერობით არაფერია გარკვეული, თუ რომელი სამი კლუბი დატოვებს პრიმერას.

ლა ლიგა. XXXIV ტური
სელტა-ბილბაო 1:1
გოლები: 0:1 დე მარკოსი (42), 1:1 ასპასი (83)
სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი, ვილა, ტუნიესი, ბელვისი - ოუბინია, მადინდა - ა. ფერნანდესი (76. ტონი), ა. ლოპესი (61. ორელიანა), კრონ-დელი (67. ბერმეხო) - ასპასი.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, აურტენეჩე - გურპეგი, იტურასპე (58. ი. გომესი) - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი - ადურისი (75. ფ. ლორენტე).
გაფრთხილება: ვილა - გურპეგი, ირაოლა, მუნიაინი, დე მარკოსი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 21-8 (6-2); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 26 000

ვალენსია-ოსასუნა 4:0
გოლები: 1:0 სოლდადო (39), 2:0 რ. კოშტა (44), 3:0 ბანეგა (50), 4:0 ჟონასი (94-პენ)
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა, რ. კოშტა, მატიო (79. რუისი), გუარდადო - პარეხო, ტინო კოსტა - ჟონასი, ბანეგა, კანალესი (46. სისოკო) - სოლდადო (75. ვალდესი).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ოიერი, არიბასი, ფლანიო, ნანო - ფ. სილვა, ლო (55. მასუდი) - სეხუდო, ტიმორი, დე ლას კუევასი - კიკე სოლა (58. ლოლო (72. ბერტრანი)).
გაფრთხილება: ჟონასი, პერეირა - ტიმორი, ბერტრანი, ნანო, სილვა
გაძევება: არიბასი (58), ტიმორი (75)
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 18-8 (7-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 38 000

გრანადა-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 იგჰალო (28)
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მაინსი, სიკეირა - რესიო (73. ირინეი), მ. რიკო - ბრაიმი (82. ორტისი), ელ-არაბი, ნოლიტო - იგჰალო (61. არანდა).
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - ნაჩო კამაჩო, იტურა (77. დუდა) - ხოაკინი, ისკო, მორალესი (68. პიაზონი) - ჟ. ბაპტიშტა (57. სანტა კრუსი).
გაფრთხილება: ბრაიმი, ელ-არაბი, არანდა, ნიომი - ისკო, ველიგტონი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14-10 (4-4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 23 000

რეალი-ვალიადოლიდი 4:3
გოლები: 0:1 ოსკარი (7), 1:1 ვალიენტე (26 ს.კ.), 2:1 რონალდო (32), 2:2 გერა (35), 3:2 კაკა (48), 4:2 რონალდო (69), 4:2 სასტრე (87)
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ნაჩო, პეპე, რ. კარვალიო, ფ. კოენტრაო - ხედირა, მოდრიჩი - დი მარია (67. ჩაბი ალონსო), კაკა (66. იოზილი), რონალდო - ბენზემა (70. იგუაინი).
ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე - რუკავინა, რუედა, ვალიენტე, ბალენსიაგა - რუბიო (70. სასტრე), ვ. პერესი - ებერტი. ოსკარი, ომარი (54. ბუენო) - გერა (78. მანუჩო).
გაფრთხილება: ხედირა - ომარი, პერესი, სასტრე
კუთხური: 7-10; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 27-14 (11-6); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 68 000

დეპორტივო-ატლეტიკო 0:0
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი, ზე კაშტრო, აიოსე - ბერგანტინიოსი, ხ. დომინგესი - კამუნიასი (72. ევალდო), ვალერონი (86. ანდრე სანტოსი), გამა - რიკი (76. ოლივეირა).
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, მ. სუარესი - ადრიან ლოპესი (80. საული), რაულ გარსია (71. ო. ტორესი), კ. როდრიგესი (65. არდა თურანი) - ფალკაო.
გაფრთხილება: გამა - გოდინი
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 10-9 (3-0); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 33 000

მალიორკა-ლევანტე 1:1
გოლები: 1:0 ჰემედი (7), 1:1 აკვაფრესკა (42)
მალიორკა (4-4-2): ავატე - ჰატონი, ჟერომელი, ა. კონსეისაო, კევინი - ნსუე (52. ალფარო), მარტი, პინა, ჯოვ. დოს სანტოსი - ვიქტორი (63. არისმენდი), ჰემედი.
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პ. ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი (75. კარაბელასი) - დიოპი, იბორა - რიოსი, ვალდო, ბარკერო (27. მიჩელი) - აკვაფრესკა (77. როხერი).
გაფრთხილება: იბორა, ლოპესი
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 21-3 (8-1); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 19 000

სარაგოსა-ვალეკანო 3:0
გოლები: 1:0 აპონიო (26-პენ), 2:0 როდრი (50), 3:0 აპონიო (92)
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი, ალვარო, აბრაამი - პინტერი (85. რომარიკი), აპონიო - ვ. როდრიგესი (60. როჩინა), როდრი (71. მოვილია), მონტანიესი - პოშტიგა.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - არბილია, ამატი, ფიგერასი, კასადო (51. ადრიანი) - ფუეგო, ტრაშორასი (55. პერეა) - ფ. ვასკესი (66. ტამუდო), ხოსე კარლოსი, პიტი - ა. დომინგესი.
გაფრთხილება: პინტერი, როჩინა, სეპანარუ, მოვილია - ფიგერასი, ადრიანი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 16-7 (6-3); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 28 000

სევილია-ესპანიოლი 3:0
გოლები: 1:0 ე. მორენო (11 ს.კ.), 2:0 კოკე (19), 3:0 ნეგრედო (23)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე (80. სისინიო), ფასიო, ფ. ნავარო, ა. მორენო - მედელი, კონდობია (49. მადურო) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, პეროტი (62. სტევანოვიჩი) - ნეგრედო.
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, კაპდევილა - ვ. სანჩესი (60. ბაენა), ფორლინი - სტუანი, ვერდუ (87. ტეხერა), ვაკასო (80. ვ. ალვარესი) - ს. გარსია.
გაფრთხილება: ნეგრედო - ლოპესი, ვაკასო
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 16-11 (5-4); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 35 000

ბარსელონა-ბეტისი 4:2
გოლები: 0:1 პაბონი (2), 1:1 ა. სანჩესი (8), 1:2 რ. პერესი (43), 2:2 ვილია (56), 3:2 მესი (59), 4:2 მესი (70)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დ. ალვეში, პიკე, ადრიანო, ალბა - ჩავი, სონგი (86. ბუსკეტსი), ინიესტა - ა. სანჩესი (78. ტ. ალკანტარა), ვილია (56. მესი), ტელიო.
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ჩიკა, ამაია, მარიო, ა. მარტინესი - რ. პერესი, სევილია (59. ვადილიო) - პაბონი, ნოსა (68. კემპბელი), რ. კასტრო - მოლინა (46. ბენიატი).
გაფრთხილება: ადრიანო - პერესი
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 19-5 (10-3); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 79 000

ხეტაფე-სოსიედადი 2:1
გოლები: 0:1 ველა (5), 1:1 პედრო ლეონი (18), 2:1 ბარადა (39)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, რაფა (85. ლოპო), ფერნანდესი, მანე - ბორხა (77. ხ. ტორესი), ლასენი - პედრო ლეონი, ბარადა (77. სარაბია), დ. კასტრო - ლაფიტა.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი (83. ესტრადა), გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, პარდო (67. გ. კასტრო), ველა, ზურუტუზა (76. იფრანი), გრიზმანი - აგირეჩე.
გაფრთხილება: კასტრო, ბარადა, ფერნანდესი - გრიზმანი, გონსალესი, ი. მარტინესი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-6 (5-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 9 200

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
ბომბარდირები: 46 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 33 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 20 - ალვარო ნეგრედო (სევილია); 19 - რობერტო სოლდადო (ვალენსია).

გადმოტანილი მატჩები
8 მაისი:
სელტა-ატლეტიკო, რეალი-მალაგა.

მომდევნო ტური
10 მაისი:
ლევანტე-სარაგოსა.

11 მაისი:
ბილბაო-მალიორკა, ვალიადოლიდი-დეპორტივო, ოსასუნა-ხეტაფე, ესპანიოლი-რეალი.

12 მაისი:
რაიო ვალეკანო-ვალენსია, ბეტისი-სელტა, ატლეტიკო-ბარსელონა, მალაგა-სევილია.

13 მაისი:
რეალ სოსიედადი-გრანადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა: "ბარსელონამ" გაშვებულ გოლს კარგად უპასუხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული