ლა ლიგა. XXXIV ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ესპანური პრიმერას 34-ე ტურმა ისევ დაძაბა ჩემპიონთა ლიგის ბოლო, ვაკანტური ადგილისთვის ბრძოლა.

ორშაბათის მატჩში მაროკოელი აბდელაზიზ ბარადას გოლის წყალობით "ხეტაფემ" "რეალ სოსიედადს" 2:1 მოუგო და "ვალენსიას" იმედი დაუბრუნა.

ახლა ბასკური კლუბი 2 ქულით უსწრებს ვალენსიურს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სხვა მხრივ, ტური ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს ვირტუალური დუელის დაბრუნებით აღინიშნა.

მესი VS რონი
როგორც იქნა, ეს სუპერდუელიც აღდგა (ბოლოს ხან ერთი არ თამაშობდა და ხან - მეორე).

ლიონელ მესიმ 34 წუთი ითამაშა "ბეტისთან" 4:2 მოგებულ მატჩში. მან 4-ჯერ დაარტყა
კარისკენ, 2-ჯერ ზუსტად და 2 გოლი გაიტანა.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "ვალიადოლიდთან" 4:3 მოგებულ მატჩში. მან 7-ჯერ დაარტყა კარისკენ, 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი.

რონის ორი თავური VS ლეოს საჯარიმო დარტყმის და კიდევ ერთი გოლის წინააღმდეგ. არგენტინელს ნახევარ საათზე ოდნავ მეტი ეყო საამისოდ, თანაც, გადამწყვეტი გოლები გაიტანა. ასე რომ, 16:12 მის სასარგებლოდ.

ტურის საუკეთესო გოლი
იაგო ასპასი (სელტა) "ბილბაოს" კარში

ტურის საუკეთესო პასი
არიც ადურისი (ბილბაო) საგოლე პასი დე მარკოსს.

ტურის სტატისტიკა
31 გოლი ტურში (3,1 მატჩში). 7 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრედ დასრულდა და სტუმრებს შეხვედრა არ მოუგიათ. მსაჯებმა 40 ყვითელი, 2 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი), აპონიო (სარაგოსა).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: საულ ნიგესი (ატლეტიკო, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 67 185 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 6 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 27 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - გრანადა
ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ვალიადოლიდი, ატლეტიკო, მალიორკა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - ატლეტიკო, ბეტისი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 70% - ბარსელონა

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით. 3-4-3

Sportall.Ge
ლეო მესი 23-ედ, ხოლო კრიშტიანო რონალდო მე-15-ედ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. გვყავს ერთი დებიუტანტიც - "სარაგოსას" მცველი ალვარო.

მე-12 ფეხბურთელი: აბდელაზიზ ბარადა (ხეტაფე)

ტურის გმირი
ლიონელ მესი (ბარსელონა)
ლეოს ნახევარ საათზე ოდნავ მეტი ეყო "ბეტისთან" თამაშის მოსაგებად. ის მოედანზე მაშინ შევიდა, როცა 2:2 იყო და ორი ძალზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. პირველი - ფანტასტიკური საჯარიმო დარტყმით.

ბომბარდირები
46 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
33- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
26 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
15 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
12 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
10 - მესუთ იოზილი (რეალი)

გოლი+პასი
58 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
41 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
27 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

გადმოტანილი მატჩები
8 მაისი:
სელტა-ატლეტიკო, რეალი-მალაგა.

მომდევნო ტური
10 მაისი:
ლევანტე-სარაგოსა.

11 მაისი:
ბილბაო-მალიორკა, ვალიადოლიდი-დეპორტივო, ოსასუნა-ხეტაფე, ესპანიოლი-რეალი.

12 მაისი:
რაიო ვალეკანო-ვალენსია, ბეტისი-სელტა, ატლეტიკო-ბარსელონა, მალაგა-სევილია.

13 მაისი:
რეალ სოსიედადი-გრანადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXXIV ტური: ცოტაც და ტიტულია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული