ჟოზე მოურინიომ პეპე "მალაგასთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოსა და მის შეგირდ პეპეს შორის საბოლოოდ გაფუჭდა ურთიერთობა. ამის მიზეზი კი პეპეს მიერ იკერ კასილიასის საჯაროდ დაცვა და ჟოზეს გაკრიტიკებაა.

8 მაისს, საღამოს, "რეალი" "მალაგას" მასპინძლობს და თუ ვერ მოიგებს, ოფიციალურად დაემშვიდობება ტიტულს და მას "ბარსელონას" გადააბარებს.

ამ მატჩის განაცხადში ვერაფრით მოხვდა პორტუგალიელი მცველი, რაც სპორტული თვალსაზრისით ძნელად ასახსნელია.

შეგახსენებთ, რომ ჟოზემ უკვე აღნიშნა, პეპეს კასილიასის ბედი კი არ აღელვებს, არამედ რაფაელ ვარანის კონკურენციის გამო დაკარგულ პოზიციას მისტირისო.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ტყუილად გიხარიათ - მადრიდის
"რეალში" ვრჩები!

მკითხველის კომენტარები / 1 /
გულღრძო და კუდრაჭა კაცი ჩანს მაურინიო; რაც მან ”რეალს” ფეხბურთელები აყიდინა,მისნაირ შედეგს მინიმუმ 5 ქართველი მწვრთნელი გააკეთებდა
ჯოტი
14:48 09-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული