”ბარსელონა” ფულს სესხულობს...

AutoSharing Option

ვალებში ჩავარდნილი კატალონიური გრანდი სახელფასო დავალიანების დასაფარად იძულებულია კრედიტის სახით ბანკიდან 150 მილიონი ევრო გამოიტანოს, წერს The Financial Times-ი. კლუბის ახალმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბი ლიკვიდურობის პრობლემებს განიცდის, მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდება...
პრეზიდენტის მტკიცებით კლუბი ეკონომიის სტადიაზეა: ”ნაკლებადმნიშვნელოვან პროექტებს მომავლისთვის გადავდებთ, ხელფასები და სოციალური პაკეტი კი ყველაზე მნიშვნელოვანია...”

კრედიტის გარდა ”ბარსამ” 15 მილიონი ევრო უკრაინელი მცველის, დიმიტრი ჩირგინსკის ”შახტარში” დაბრუნებისთვის მიიღო, არადა შარშან იგივე ”შახტარს” ამ ფეხბურთელისთვის 25 მილიონი გადაიხადეს...

”ბარსელონას” მთავარ პრობლემას მედიაჰოლდინგ Media Pro-ს მიერ კონტრაქტის შესრულება უქმნის. ამ
ჰოლდინგს შეძენილი აქვს გუნდის მატჩების ტრანსლირების უფლება. ამჟამად ჰოლდინგი ბანკროტობის პროცესშია და ამდენად, მისი "ბარსასადმი" დავალიანების გადახდის გარანტია არ არსებობს.

"ბარსელონა" მსოფლიოს უმდიდრეს კლუბთა სიაში შედის. ზოგიერთი მონაცემით მისი საერთო შემოსავალი 2009 წელს 366 მილიონი ევრო იყო. ამ მონაცემით კატალონიელები მხოლოდ ერთ კლუბს, დაუძინებელ მტერს, მადრიდის "რეალს" (400 მლნ ევრო) ჩამორჩებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული