"სამეფო კლუბის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სურს, ახალი ვადით აირჩიონ პოსტზე და გამომდინარე აქედან, ბრაზილიაში რამდენიმე წარმომადგენელი გაგზავნა, რომ "სანტოსთან" ნეიმარის ტრანსფერზე მოლაპარაკება გამართონ.
"რეალი" მზადაა, ნეიმარში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელი ამ ზაფხულსვე გადაიბიროს.
აღნიშნულ თანხაში, გარიგების შემთხვევაში, 40 მილიონ ევროს მიიღებს "ბარსელონა", რომელმამ "სანტოსთან" ნეიმარის ტრანსფერის შესყიდვის პრიორიტეტულ უფლებაზე ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო 80 მილიონ ევროს თავად ბრაზილიური კლუბი მიიღებს.