"ბარსას" თავკაცმა ტიტო ვილანოვამ მოკლედ შეაფასა სეზონი:
"ბარსელონა" ამ სეზონში საუკეთესოა, ჩვენ მეტოქეებს საკმაოდ გავუსწარით. ბოლო წლებში ფავორიტები სეზონის დასაწყისში კარგავენ ქულებს. ჩვენ ამის თავიდან აცილება გვსურდა და გამოგვივიდა კიდევაც - სეზონის დასაწყისში ბრწყინვალედ ვასპარეზობდით. პირველ ხუთ მატჩში 15 ქულა დავაგროვეთ. ძალიან ვაფასებთ ამ სეზონს, საჩემპიონო სეზონი ხომ ყოველთვის შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად. თან "რეალს" არ მივეცით საშუალება, ზედიზედ მეორედ გამხდარიყო ესპანეთის ჩემპიონი".
ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონობა 22-ედ მოიპოვა