რონალდინიო: "ბარსელონას" ეპოქა ფრანკ რაიკარდმა დაიწყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ კლუბის ყოფილი მწვრთნელების შესახებ ისაუბრა.

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ "ბარსელონას" ჰეგემონია ევროპულ ფეხბურთში დასრულდა?

- არა, არ ვეთანხმები. ბოლო წლების განმავლობაში გუნდი ყველაზე ცოტა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადიოდა, ხოლო მესი ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

- მართალია, რომ კლუბი გვარდიოლას გამო დატოვეთ?
- არა. ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც დღევანდელ ძლიერ "ბაიერნს" კიდევ უფრო გააძლიერებს. მიხარია მის გამო.

- მწვრთნელებიდან ყველაზე კარგად ვისთან მუშაობდით?
- რაიკარდთან. ის ძალიან კარგად ერკვევა ფეხბურთში და ფეხბურთელების დახასიათებაში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა
ტექნიკური ფეხბურთის ჩვენება დაიწყო. შესაბამისად, მისი წყალობით გახდა "ბარსელონა" დიადი გუნდი. სწორედ მან დაიწყო ეს ეპოქა.

მან თავი პროფესიონალივით წარმოაჩინა და ყოველთვის დიდი პატივისცემით გვეპყრობოდა.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორივე მაგარი ადამიაია..
egaa
12:46 18-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული