ალექს სონგი დაჯილდოების დროს ბრიყვულად მოიქცა [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ალექს სონგმა გუნდის საჩემპიონო ზეიმის დროს ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტი ლამის გააფუჭა.

19 მაისს ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონას" ბოლო საშინაო მატჩის დასრულების შემდეგ, სადაც მასპინძლებმა "ვალიადოლიდი" ანგარიშით 2:1 დაამარცხეს, გუნდის კაპიტან კარლეს პუიოლს ტიტული გადასცეს.

პუიოლმა კი გადაწყვიტა, ჯილდო ტიტო ვილანოვასა და ერიკ აბიდალს აეწიათ, რომლებიც მამაცურად უმკლავდებოდნენ იმ რთულ პრობლემებს, რაც თავს გადახდათ.

აბიდალის გვერდით მყოფი სონგი კაპიტნის ჩანაფიქრს ვერ მიხვდა და წინ ერიკთან ერთად გამოვიდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით გაგრძელდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
აუ მაგრა შემეცოდა სონგიი :((
არაუშავს იმედია წავა ბარსადან...
რატი
07:35 21-05-2013
0
მაგარი გაუტყტდებოდა :D კიარ მოიქცა პუიოლმა ხელი თვითონ ჩაკიდა აბიდალს :D
laSha
03:49 21-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული