16 ივნისს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის არჩევნებია

AutoSharing Option
ფლორენტინო პერესის 20 მაისის პრესკონფერენციაზე ყველაფერი გადაფარა ჟოზე მოურინიოს ამბავმა, თუმცა პერესმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ილაპარაკა.

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა გამოაცხადა კლუბის პრეზიდენტის ახალი არჩევნების თარიღი - 16 ივნისი.

ფლორენტინო პერესმა უკვე დაადასტურა, რომ თავადაც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

პრეზიდენტის კანდიდატი უნდა იყოს:

1. ესპანეთის მოქალაქე.
2. 20 წლის განმავლობაში მაინც უნდა იყოს "რეალის" კლუბის წევრი.
3. არ უნდა იყოს რომელიმე სხვა კლუბის ხელმძღვანელი პირი.
4. მან უნდა წარადგინოს საბანკო ჩეკი, რომელიც "რეალის" წლის ხარჯების 15%-ს უნდა შეადგენდეს.

ასევე იხილეთ:
ფლორენტინო პერესი:
დასამალი რაა, პსჟ-ს კარლო ანჩელოტის თაობაზე მივმართეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული