"ბარსელონამ" ახალი ფორმის კომპლექტები წარმოადგინა

AutoSharing Option
მომავალ სეზონში "ბარსელონას" საგარეო ფორმა, კლუბის ისტორიაში პირველად, კატალონიის დროშის მსგავსად, წითელ-ყვითლად, ვერტიკალურად დაზოლილი იქნება.

რაც შეეხება კატალონიელთა საშინაო ფორმას, ის კვლავაც ლურჯ-წითლად დაზოლილი იქნება.

კლუბის ოფიციალური საიტი ირწმუნება, რომ მცირედით შეცვლილი გუნდის ძირითადი და საგარეო ფორმის კომპლექტები, უწინდელთან შედარებით, უფრო სპორტული და დინამიკურია, რაც ფეხბურთელთა სხეულების სკანირების თანამედროვე პროგრამირების დამსახურებაა.

ამბობენ, რომ ეს ფორმა უკეთესად ერგება მოთამაშეთა ანატომიას.

მაისურის საყელოს შიგნიდან აქვს წარწერა - "მეტი, ვიდრე კლუბი", რაც "ბარსელონას" დევიზია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაეშვნენ ესენიც დაბლა და ფორმებზეც დაეტყოთ..
vava
21:25 21-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული